სუპერქარი, ლექსუს ელეფეი, პორშე 911 ტურბო ესი, ტოიოტა ჯიარ ჯითი
Aa
Aa

Toyota GR GT | უფრო მძლავრი, ვიდრე Porsche 911 Turbo S

გასული წლის დასრულებამდე, იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Toyota-მ, თავისი უახლესი სუპერქარი, Toyota GR GT წარადგინა. Mild-ჰიბრიდი სისტემითა და ტვინტურბო V8 ძრავით აღჭურვილი მოდელი, რომელიც ოფიციალურად უფრო მძლავრია, ვიდრე Porsche 911 Turbo S.

Toyota-მ სუპერქარის საგზაო და სარბოლო ვერსიები წარადგინა, რომლებიც ფაქტობრივად რამდენიმე წლის წინ, მის საკუთრებაში არსებული ბრენდის წარმოებული მოდელის, Lexus LFA-ს მემკვიდრეა. და რეალურად, ის კრიტიკოსებიც კი დაადუმა, რომლებიც რატომღაც ფიქრობდნენ, რომ Toyota მაღალი ხარისხის დადებას ვერ შეძლებდა.

თავდაპირველად, ყველას ალბათ Toyota-ს შთამბეჭდავი ექსტერიერი ხვდება თვალში. ალუმინის კონსტრუქცია, რომელსაც CFRP-ის (კარბონით გამაგრებული პლასტმასა) დეტალები და ძალიან მსუბუქი ნაწილები აქვს. Toyota პირდაპირ ამბობს, რომ ეს მანქანა 60-იანი წლების 2000GT-სა და LFA-ს კვალს მიჰყვება.

სტანდარტული საგზაო GT სპეციალურად შექმნილი 4-ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე V8 ძრავითაა აღჭურვილი. ამას ემატება mild-ჰიბრიდი სისტემა ერთი ელექტროძრავით, რომელიც ტრანსმისიაშია ინტეგრირებული და სრულად ახალი, 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის წინა მხარესაა მოთავსებული.  

შედეგად, კაპოტისქვეშ მოთავსებული ტვინტურბო V8 ძრავა 641 ცხენის ძალასა და 580 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს შთამბეჭდავი რიცხვები კი, ამჟამინდელი 992.1 Porsche 911 Turbo S-ის მონაცემებს აუმჯობესებს. საინტერესოა, რომ კომპანიის განცხადებით, მაქსიმალური სიმძლავრის დონე შესაძლოა ოფიციალურ მონაცემებს აჭარბებდეს.

იმავეს ამბობენ ისინი GR GT-ის მაქსიმალურ სიჩქარეზე, რომელიც ისედაც 320 კმ/სთ-ს აჭარბებს. ხოლო მოდელის წონად, 1 750 კილოგრამია მითითებული. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საუბარი არა ლიმიტირებული მოდელზე, არამედ სერიული გამოშვების სუპერქარზე გვაქვს.

კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს GR GT-ის სარბოლო ვერსია. ეს სუპერქარის ევოლუციაა, ბევრად უფრო აგრესიული აეროდინამიკითა და, რა თქმა უნდა, გამარტივებული სალონით. ამასთან ერთად, მძღოლებს ინტერიერში დამცავი კარკასიც დახვდებათ და უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობები. თუმცა რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, Toyota ჯერ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.

 

მსგავსი სიახლეები