Nissan, Honda, Toyota, ელექტრომობილები, BYD, იაპონია
Aa
Aa

იაპონიაში ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება | Nissan-მა პირველობა დაკარგა

ელექტრომობილების გაყიდვები იაპონიაში, სხვა არაერთი ბაზრისგან განსხვავებით, ძალიან აქტიური არასდროს ყოფილა, თუმცა ახლა ცვლილებების დრო მოვიდა. გასული 15 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით პირველ ადგილზე Nissan იყო, რაც, მეტწილად, Leaf-ის დამსახურებაა. 

რთულია განსასაზღვრად, Nissan-ის ელექტრომობილების „მობეზრების“ ბრალია თუ მრავალი ალტერნატივის გაჩენის, მაგრამ ფაქტია, ეს კონკრეტული იაპონური ავტომწარმოებელი ამ პირველობას კარგავს. 2025 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მეტი ელექტრომობილი იაპონიაში Toyota-მ გაყიდა.

სრულად ელექტრო ქროსოვერის, bZ4X-ის გამოსვლამ ტოიოტას გაყიდვები წაახალისა და გასული წლის უკანასკნელ მეოთხედში 3684 ელექტრომობილიც გაიყიდა. ეს გლობალური სტანდარტებით საკმაოდ მოკრძალებული რიცხვია, თუმცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, წინსვლის შემჩნევა არ გაგვიჭირდება — რაც შეეხება Nissan-ს, აქ მისი გაყიდვები წლის ამ მონაკვეთის ჭრილში, 2024 წლის შემდეგ 56%-ით შემცირდა და 2857 ერთეული შეადგინა. როგორც Leaf, ისე Sakura მძღოლების ყურადღების მიღმა დარჩა. 

საკმაოდ გაიზარდა Honda-ს ელექტრომობილების გაყიდვებიც — ამ შემთხვევაში, „დამნაშავე“ N-One e-ს დებიუტია, რომელიც ერთი დამუხტვით 295 კმ-ს გადის, რითაც ყველაზე „შორსმიმავალი“ მინიქარის წოდებას იმსახურებს... 

შესაბამისად, 2025 წლის მე-4 კვარტალში ჰონდამ 2732 ერთეული გაყიდა, რითაც Tesla-ს გაასწრო (თუმცა ამ უკანასკნელის გაყიდვებიც 62%-ით გაიზარდა და 2600-ს მიაღწია).  

მიუხედავად პროგრესისა, ელექტრომობილების სეგმენტის წილი ავტომობილების იაპონურ ბაზარზე, ჯერჯერობით, მაინც მინიმალურია — ამჟამად, ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების მხოლოდ 1.9%-ია სრულად ელექტრო. იაპონიის მთავრობამ ამ ტენდენციის შესაცვლელად სუბსიდიები შემოიღო, რაც ფინანსური შეღავათით მძღოლებს ელექტრომობილებისკენ უბიძგებს. ბოლოს კი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბაზარზე BYD-ს ზრდის ტემპები — მე-4 კვარტალში ჩინური ავტომწარმოებლის გაყიდვები 72%-ით გაიზარდა და 832 ერთეულს მიაღწია — მეტიც წელს კომპანია იაპონურ ბაზარზე სრულად ელექტრო კეი ქარის, Racco-ს გაშვებას გეგმავს... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები