ელექტრომობილი, ბატარეა, ტესლა, ტესლა მოდელ ესი
Aa
Aa

Tesla-ს ბატარეა მოკვდა | რა ხდება ამის შემდეგ?

Tesla-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა სრული პროცესი აღწერა, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც ელექტრომობილის ბატარეა კვდება და მუშაობას წყვეტს. შემდგომ კი ვიდეო სოციალური ქსელის დახმარებით გაავრცელა.

რეალურად, ამ მფლოლებისთვის პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ელექტრომობილზე ბატარეა მოკვდა — უფრო მეტიც, მესამეა. იუთუბარხ WHAT'S INSIDE-ის ავტორის ოჯახი წლების განმავლობაში Tesla-ს 9 მოდელს ფლობდა. ამ ცხრიდან სამ შემთხვევაში პრობლემა სწორედ ბატარეა იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ამჯერად ვიდეო ოჯახის საკუთრებაში არსებულ Tesla-ს ერთ-ერთ უახლეს მოდელზე, სრულიად შავი ექსტერიერის მქონე Tesla Model S-ზეა ფოკუსირებული.

WHAT'S INSIDE-ის კრეატორის თანახმად, Tesla-ს ელექტრომობილის ბატარეა ძალიან სწრაფად მოკვდა — ფაქტობრივად, ამ დროისთვის ავტომობილს 100 000 კილომეტრზე ოდნავ მეტი ჰქონდა დაფარული. ერთ დღეს Tesla-ს დაახლოებით 530 კილომეტრის დაფარვის რესურსი კიდევ ჰქონდა, მეორე დღეს კი ეს ნიშნული ნულამდე დავარდა.

მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გარანტია ავტომობილს 8 წელზე ან 150 000 კილომეტრზე აქვს, იუთუბერს ბევრი არ უნერვიულია. იმის გამო, რომ ავტომობილი სრულად „მკვდარი“ იყო, მან ის Tesla-ს სერვისამდე სატვირთოთი მიიყვანა.

აღმოჩნდა, რომ პრობლემა სრულად სისტემა იყო და არა მხოლოდ 12V-იანი ბატარეა. ამის შემდგომ ავტომწარმოებელს ძველი ბატარეის ახლით შეცვლა და ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია. მათი თქმით, საქმე გვაქვს უნიკალურ ფენომენთან, რომელსაც „იზოლირებულ დეგრადაციას“ უწოდებენ.

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ელექტრომობილის ბატარეა ფუჭდება, მას შეუძლია დომინოს ეფექტი მოახდინოს მთლიან ავტომობილზე. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ: კერძოდ, შეკეთების შემდეგ იუთუბერის Tesla-ს ბატარეას დაფარვის უფრო დიდი დიაპაზონი აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა — რეალურად, 100 კილომეტრით მეტიც კი. ასე რომ, როგორც თავად ვიდეოს ბოლოს ამბობს, ეს საუკეთესო რამაა, რაც შესაძლოა ამ სიტუაციიდან მიეღო.

 

მსგავსი სიახლეები