Land Rover, Land Rover Defender, Dacia, დაკარი, ლენდ როვერი, Dacia Sandrider, დაკია
Aa
Aa

დაკარის 48-ე რალი დასრულდა | გამარჯვება Dacia Sandrider-ს დარჩა

17 იანვარს საუდის არაბეთში დაკარის რიგით 48-ე მარათონი დასრულდა — როგორც სათაურიდან გაიგებდით, Renault-ის მფლობელობაში მყოფი რუმინული ავტომწარმოებლის, Dacia-ს მოდელმა Porsche-ს, Audi-ს, Land Rover-ისა და სხვა მონსტრების გუნდების დამარცხება შეძლო. სერიული ავტომობილების კლასში კი პირველი ადგილი Land Rover Defender Octa-მ დაისაკუთრა.



13 ბრუტალური ეტაპის შემდეგ, Dacia Sandrider-ის ლეგენდარულმა მძღოლმა, კატარელმა ნასერ ალ-ატიამ, შტურმან ფაბიან ლურკინთან ერთად ფინიშის ხაზი მე-2 ადგილზე გასულ წყვილზე 9 წუთითა და 42 წამით ადრე გადალახა. ეს ალ-ატიას მე-6, ხოლო ლურკინის პირველი ტრიუმფი იყო. აქამდე კატარელმა აღნიშნულის მიღწევა Volkswagen-თან, Mini-სთან და Toyota-სთან (3-ჯერ) ერთად შეძლო. 

ქვებით, ქვიშითა და სხვა დაბრკოლებებით სავსე 8000-კილომეტრიან მარათონში Dacia-ს გუნდმა ორ ეტაპში გაიმარჯვა, საოცარი სტაბილურობა აჩვენა და ასპარეზობა Top 3-ს მიღმა მხოლოდ ერთხელ დაასრულა. სულ საუკეთესო თერთმეტეულში ადგილი 4-მა Dacia-მ მოიპოვა რაც შედეგია, რომელზეც დაკარის ვეტერანი გუნდებიც კი იოცენებებდნენ. 

მე-2 და მე-3 ადგილებზე ნანი რომასა და მატიას ეკსტრომის Ford Raptor-ები გავიდნენ, სებასტიან ლოების Dacia Sandrider კი მათ სულ რაღაც 37 წამით ჩამორჩა. 


მიუხედავად იმისა, გვირგვინი Dacia-მ დაიმსახურა, ბედნიერების მიზეზი Land Rover-ის ფანებსაც ჰქონდათ. Stock კლასში, რომელიც სერიულ მოდელებთან მიახლოებული ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი, Defender Rally-ის გუნდი სტარტიდან ფინიშამდე დომინირებდა — აქ პირველი, მეორე და მეოთხე ადგილები სწორედ ბრიტანული ავტომწარმოებლის გუნდებმა დაიკავეს. მთელი მარათონის განმავლობაში, Defender D7X-R-ის გუნდებმა 13-დან 10 ეტაპზე პოდიუმის ყველა საფეხური დაიკავეს. სხვათა შორის, Dacia Sandrider-ისგან განსხვავებით, ამ Defender-ებს სტანდარტულ საამწყობო კონვეიერზე ქმნიან, ისევე როგორც სამომხმარებლო მოდელს...

მსგავსი სიახლეები