ბიემვი, ბიემვი ნოიე კლასე, ნოიე კლასე, ბიემვი მეშვიდე სერია, ბმვ მეშვიდე სერია, როლს როისი
Aa
Aa

BMW-ს მეშვიდე სერიას „ნოიე კლასეს“ დიზაინი აქვს, თუმცა წარსულს არ ივიწყებს

BMW-ის მეშვიდე სერიის განახლება კარს მოგვადგა და, როგორც ჩანს, ის წინა თაობის ზოგიერთ ესთეტიკურ შეცდომას გამოასწორებს. ყოველ შემთხვევაში, ბრენდის ენთუზიასტები სწორედ ამას მოელიან. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული კომპანია ყოველ მომდევნო მოდელში Neue Klasse-ს სტილის უფრო ღრმად დამკვიდრებას ცდილობს, მეშვიდე სერიას წარსულის კვალი ჯერ კიდევ ეტყობა.

მოდელის ტესტირებისას გადაღებული „ჯაშუშური“ ფოტოები ჯერ კიდევ გასული წლის შუა პერიოდში გამოჩნდა. პროტოტიპები თითქმის სრულად იყო შენიღბული, თუმცა ძირითადი დეტალების იდენტიფიცირების საშუალებას მაინც იძლეოდა. საერთო ფორმა ნაცნობი რჩება: მდიდრული სედანი თავის დამახასიათებელ ნიშნებს — გაყოფილი ფარებისა და შთამბეჭდავი „თირკმლისებრი“ ცხაურის სახით — კვლავ ინარჩუნებს.

სანამ BMW-სგან ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით, Sugar Design-ის ახალი რენდერები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ 2027 წლის მეშვიდე სერიისგან.

გასაკვირია, მაგრამ ცხაურები ამჟამინდელ მოდელთან შედარებით ოდნავ მაღალი ჩანს. Rolls-Royce-ის სტილის ვერტიკალური ზოლები შავი ჰორიზონტალური ელემენტებითაა ჩანაცვლებული, რაც ავტომობილის წინა ნაწილს უფრო გამოკვეთილ იერს სძენს. ასევე ხაზგასმულია ცხაურის კიდეებიც, რაც დიზაინს მეტ აგრესიულობას მატებს.

როგორც განახლებული მოდელებისგანაა მოსალოდნელი, გვერდითი მაშუქები, ძირითადად, უცვლელი რჩება, თუმცა უკანა მხარეს გარკვეული ცვლილებებია: ახალი LED მაშუქები და განსხვავებული ბამპერი, რომელიც აქ კონტრასტული შავი და ვერცხლისფერი დეტალებითაა წარმოდგენილი.

უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ამჟამინდელი თაობის მეშვიდე სერიას დიდი კრიტიკა მოჰყვა — განსაკუთრებით დიზაინის გამო, რომელიც ბევრის აზრით, ელეგანტურობით კონკურენტებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა. სავარაუდოდ, ამ ნიუანსებს BMW ახალ მოდელში გამოასწორებს, თუმცა ამის დასადასტურებლად მოცდა მოგვიწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები