ჰიბრიდი, დაჩია, მაილდ-ჰიბრიდი
Aa
Aa

Renault-ის ბიუჯეტური ბრენდი Toyota Corolla-ს ახალი კონკურენტია

Dacia თავისი ევროპული ხაზის გაფართოებას ახალი მოდელით შეეცდება. მოდელი, რომელსაც „კულუარებში“ C-Neo-ს სახელით მოიხსენიებენ, ნოემბრის ბოლოს შენიშნეს. როგორც ჯაშუშური ფოტოებიდან ირკვევა, ის Dacia-ს ამჟამინდელი ხაზის რამდენიმე ნაცნობ დიზაინის ელემენტს შეინარჩუნებს, თუმცა ჰეჩბეკის ტიპიურ ფორმას უფრო ტრადიციული უნივერსალის ფორმით შეცვლის.

„როგორც Bigster-ის შემთხვევაში ვნახეთ, ამ სეგმენტში ბიუჯეტურ მანქანებზე მაღალი მოთხოვნაა“, — განაცხადა Dacia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კატრინ ადტმა, Auto News-თან ამ თვის დასაწყისში. „ჩვენ კი გვსურს, ამ მიმართულებით წვლილი შევიტანოთ“.

ახალი Dacia კარგად ნაცნობ CMF-B პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული და, წესით, ბრენდის შიგაწვის ძრავების სრული სპექტრით უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში იგულისხმება ბენზინსა და თხევად საწვავზე მომუშავე მოდელები, ასევე mild-ჰიბრიდული ვერსიები და სრულად ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც 1.2-ლიტრიან, სამცილინდრიან ტურბოძრავებს გამოიყენებენ.

Dacia-ს ხელმძღვანელობამ ასევე დაადასტურა, რომ Dacia Sandero Stepway-ის უგზოობისთვის განკუთვნილ დიზაინის ენასაც ისესხებენ. შედეგად მივიღებთ იდეალურ ბალანსს — მიმზიდველ და მტკიცე სტილის მოდელებს ისე, რომ ისინი SUV-ის ბაზარზე არც კი შევლენ. გამონაბოლქვისა და წონის შემცირების აუცილებლობამ ბრენდს მანქანების აეროდინამიკაზე მუშაობისკენაც უბიძგა. ეს კი კარგად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ უშვებს ავტომწარმოებელი უნივერსალს, რომელიც დიდწილად მოდიდან გადავიდა.

მომავალი Dacia უნივერსალის ძირითად კონკურენტებს შორის იქნებიან: Skoda Octavia Combi; Seat Leon Sports Tourer; Toyota Corolla Touring Sports; Hyundai i30 Tourer. მათთან ერთად კონკურენციას გაწევენ ის მოდელებიც, რომლებიც დიდი ხანია კომპაქტური ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები