პიკაპი, ელექტრომობილები, ტესლა, საიბერთრაქი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
Aa
Aa

ტესლა Cybertruck-ების გაყიდვას ეცდება ბაზარზე, სადაც საწვავის ეკონომია არავის აინტერესებს

Tesla Cybertruck-ის გამოშვებამდე, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორი ამბობდა, რომ წელიწადში ფუტურისტული დიზაინის მქონე ელექტრო პიკაპის 500 000 ერთეულს გაყიდდნენ. მიუხედავად ამისა, Cybertruck-ის გაყიდვები, ჯერჯერობით, მოლოდინებს ვერც კი მიუახლოვდა — მათ შორის, ვერც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. 


ამჯერად, კომპანიამ გადაწყვიტა, სხვა ბაზარზეც შევიდეს, თუმცა ეს არჩევანი საკმაოდ უცნაურია — Tesla-ს ახლო აღმოსავლეთში ვიხილავთ. მიმდინარე თვის დასაწყისში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი Cybertruck-ების მიწოდება განხორციელდა. 

უცნაურობა ის არის, რომ გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, შესაბამისად, იქ საწვავი ძალიან იაფია. წესით, ამან ელექტრომობილების გაყიდვა ამ ბაზარზე უნდა გაართულოს, თუმცა, როგორც ჩანს, Tesla ფსონს თავისი პიკაპის ექსტრავაგანტურობაზე ჩამოდის — პერფორმანსსა და პრაქტიკულობაზე მეტად, საამიროების მკვიდრები ყურადღებას ეგზოტიკურობას აქცევენ. 

ახალ ბაზარზე ორძრავიანი Cybertruck-ის ფასი 404 900 დირჰამი (AED) იქნება, რაც, დაახლოებით, 110 000 დოლარია. ეს აშშ-ის საბაზრო ფასზე, 79 990$-ზე გაცილებით მეტია. რაც შეეხება ყველაზე მძლავრ, სამძრავიან Cyberbeast-ს, ის 454 900 დირჰამი ეღირება (123 000$) — ამერიკული სადილეროების ფასზე 8 000-ით მეტი.

სიახლეები კი ნამდვილად საჭიროა — 2025 წელს შტატებში ელექტრომობილის გაყიდვები ძალიან დაეცა. Tesla-მ 2024 წელზე 48.1%-ით ნაკლები, 20 237 ერთეული Cybetruck-ის გაყიდვა შეძლო. წლის ბოლო კვარტალი განსაკუთრებით მძიმე იყო — წინა წელთან შედარებით აქ ვარდნა 68.1%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები