ვოლვო, ეს იუ ვი, კადილაკ ესკალეიდი, სრულგაბარიტიანი SUV, ჯილი
Aa
Aa

ვოლვო Cadillac Escalade-ის კონკურენტ მოდელზე მუშაობს

უკვე ყველა საკმაოდ მივეჩვიეთ იმას, რომ ამერიკელებს დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები უყვართ. ამ სიმართლეს თვალი ევროპულმა და აზიურმა ბრენდებმა ახლა გაუსწორეს, თუმცა ამერიკული ბრენდები ამ ბაზარზე წარმოიშვნენ და გაიზარდნენ, შესაბამისად, დიდი ხანია მას მოერგნენ და შექმნეს მოდელები, რომლებიც ევროპული თვალისთვის გიგანტურია. 

მაგალითად, Cadillac Escalade სიგრძეში, დაახლოებით, 5.5 მეტრია და 1999 წლიდან გამოდის, თუმცა ამ პერიოდში პოპულარობა საერთოდ არ დაუკარგავს. ამ ტენდენციით სარგებლის მიღებას, გავრცელებული ცნობების თანახმად, Volvo გეგმავს. შვედური ავტომწარმოებელი სრულგაბარიტიანი SUV-ების სეგმენტში შებიჯებაზე სერიოზულად ფიქრობს.

 

22 იანვარს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე Volvo Cars-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოკან სამუელსონმა განაცხადა, რომ კომპანია სამრიგიანი SUV-ის იდეას განიხილავს, რომელიც საწარმოო ხაზში პოზიციას XC90-ზე მაღლა დაიკავებს და შეერკინება ისეთ ტიტანებს, როგორებიც Cadillac Escalade, Mercedes-Benz GLS და BMW X7 არიან. თავის მხრივ, ამერიკელი დილერები X7-ზე დიდი მოდელის გამოშვებას BMW-სგანაც ითხოვენ. 

ასევე იხილეთ: ამერიკელი დილერებისთვის X7 ზედმეტად პატარაა და BMW-სგან X9-ს ითხოვენ 

Edmunds-ის ანგარიში აჩვენებს, რომ იმ ადამიანების 11-მა პროცენტმა, ვინც EX90 გაცვალა, არჩევანი სრულგაბარიტიან SUV-ზე შეაჩერა. ეს მცირე რიცხვი ნამდვილად არ არის და, სავარაუდოდ, Volvo-შიც ხვდებიან, რომ მომხმარებლის პრეფერენციები ცვალებადია... 

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ოცნება შვედურ ავტომწარმოებელს აქამდეც ჰქონდა. ამისათვის, Volvo-მ სამხრეთ კაროლინაში ქარხანა გახსნა, სადაც მომდევნო თაობის დამუხტვად ჰიბრიდებზე მუშაობს. სწორედ ამ ქარხანაში იწყობა EX90 და Polestar 3, ხოლო 2027 წლიდან XC60-ის გამოშვება დაიწყება. 


თუ ოდესმე Volvo ამ გეგმას განახორციელებს, შესაძლოა ის შვედური კომპანიის ჩინური მფლობელის, Geely-ის პრემიუმ მიმართულების, Zeekr-ის მოდელს, 9X SUV-ს დაეფუძნოს. ეს სრულგაბარიტიანი, სამრიგიანი მანქანაა, რომელიც დამუხტვადი ჰიბრიდია და მხოლოდ ბატარეების მუხტით 380კმ-ის გავლა შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები