ჩინეთი, ელექტრომობილები, ამერიკის შეერთებული შტატები, ფორდი, სიაომი, შაომი
Aa
Aa

Ford-ი ჩინურ Xiaomi-სთან აშშ-ში ელექტრომობილების წარმოებაზე პარტნიორობას განიხილავს | FT

ამერიკული ავტომწარმოებელი Ford Motor Co. და ჩინური Xiaomi Corp.-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას განიხილავენ. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს.

საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, Financial Times-ი წერს, რომ მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. შესაბამისად, ამერიკული და ჩინური ავტომწარმოებლების სამომავლო გეგმებზე მნიშვნელოვანი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ასევე, გამოცემის თანახმად, Ford-მა თანამშრომლობა სხვა ჩინურ ავტომწარმოებლებთანაც განაახლა, მათ შორის — BYD Co.-სთან.

Ford-მა და Xiaomi-მ FT-თან მოლაპარაკებების წარმოების ფაქტი უარყვეს, ხოლო BYD-მა გამოცემასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

პოტენციური პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მაშინ, როდესაც აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობა კიდევ უფრო მძაფრდება, განსაკუთრებით კი ისეთ კრიტიკულ სექტორებში, როგორებიცაა წარმოება და გადაზიდვები. პარალელურად, ჩინური მწარმოებლები საზღვარგარეთულ ბაზრებზე დივერსიფიკაციას ცდილობენ, რადგან ქვეყნის შიგნით მაღალ კონკურენციას აწყდებიან. თუმცა, ამერიკის გეგმებიდან გამომდინარე, შტატებში თავის დამკვიდრება არცთუ ისე მარტივია, როგორიც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

ამას ემატება მაღალი ტარიფები და ევროპული ავტომწარმოებლები, რადგან ზოგიერთ მათგანს მოდელების წარმოების ნაწილი აშშ-ის ტერიტორიაზე გადააქვს. ამას ერთი მარტივი ახსნა აქვს: ისინი ცდილობენ აშშ-ის ტარიფებს როგორღაც თავი აარიდონ — ყოველ შემთხვევაში, ისეთი მოდელების შემთხვევაში მაინც, რომლებიც ამერიკის ბაზარზე მოთხოვნადია.

მსგავსი სიახლეები