პორშე 911, რედ ბული, ტუნინგი, სინგერი, პორშე 911 ტარგა, ნახშირბადის ბოჭკო
Aa
Aa

Singer-ს კლასიკური Porsche 911-ების მოდიფიკაციაში Red Bull დაეხმარება

თუ პორშეს მოყვარული ხართ, მაშინ Singer-ის შესახებაც გეცოდინებათ — ეს რობ დიკინსონის მიერ შექმნილი კომპანიაა, რომელიც Porsche 911-ების აღდგენითა და მოდიფიცირებითაა ცნობილი. ამჯერად კი საკუთარი საქმის ეს ექსპერტები არც მეტი, არც ნაკლები Red Bull-ს შეუწყვილდნენ, რათა პორშეს დიდებული ქმნილებები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ. 

„ჩვენი კლიენტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი მძღოლები არიან. იმისათვის, რომ მათი სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, აუცილებელია მხოლოდ საუკეთესოებთან ვითანამშრომლოთ. შედეგები ცხადყოფს იმ წარმოუდგენელ ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ დიდებულების ძიებაში ვდებთ", — განაცხადა Singer-ის სტრატეგიულმა დირექტორმა, მაზენ ფავაზმა.

თქვენი აზრით, როგორ მუშაობს Singer-ისა და Red Bull-ის კოლაბორაცია? ყოველ ჯერზე, როცა 964 სერიის Porsche 911-ის მფლობელი სალონში მიდის და თავისი მანქანის სრულყოფილებამდე დახვეწას ითხოვს, Singer-ის ინჟინრები მთელ ავტომობილს შლიან — იშლება სალონი, მექანიკური კომპონენტები და, ფაქტობრივად, მხოლოდ შასი რჩება... 


ამის შემდეგ, საქმეში Red Bull Advanced Technologies (RBAT) ერთვება. იქმნება 964-ის ციფრული მოდელი, რის შემდეგაც პროგრამა Finite Element Analysis გამოიყენება —  ასე გამოითვლება ავტომობილის სიხისტე გრეხისას და პროცესი გრძელდება იქამდე, სანამ ინჟინრები ზუსტად არ მიაგნებენ შასის იმ ელემენტებს, რომლებიც ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობენ.  

ბოლოს, ამ ზონებში ნახშირბადის ბოჭკოს RBAT-ის მიერ შემუშავებული 13 განსხვავებული სტრუქტურისგან დამზადებული დეტალები გამოიყენება, რაც გრეხით სიხისტეს 175%-ით ზრდის. შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება მართვადობა, მუხრუჭი და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები. 


აღნიშნული მეთოდი სპეციალურად Singer-ის Classic Turbo ავტომობილებისთვის შემუშავდა — მოდელებისთვის, რომლებიც 1970-იანი წლების ლეგენდარულ 930 Turbo-ს პატივსაცემად იქმნება... 

პორშეს ყველა ტუნერი ერთნაირად იღბლიანი როდია — ჩვენ CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ლეგენდარული უვე გემბალას ტრაგიკულ აღსასრულს ვიდეოც მივუძღვენით — იხილეთ, რატომ მოკლეს განგსტერებმა ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ტუნერი:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები