ჰიპერქარი, ბუგატი, ბუგატი ვეირონი, ბუგატი ბოლიდი, მატე რიმაცი
Aa
Aa

Bugatti-მ თავისი საუკეთესო ჰიპერქარები ყინულზე დრიფტში გამოცადა

Bugatti-ს მფლობელებს თავიანთი ავტომობილებით სიამოვნების მიღებაში ხელს ვერც სიცივე უშლის. სან-მორიცში ყოველწლიური ICE-ის რბოლა ამისთვის იდეალური ადგილია, რასაც ქვემოთ მოცემული ვიდეოც ადასტურებს.

სენტ-მორიცში Bugatti-მ რამდენიმე მოდელი წარადგინა, რომლებიც ავტომწარმოებლის როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე სტილს ასახავს. ლიმიტირებული გამოშვების Type 35-დან დაწყებული, რომელიც ულამაზეს Type 51-ს წააგავს, Bolide-ის სამი ჰიპერ-ეგზოტიკური მოდელით დასრულებული — ეს მოდელები ყინულითა და თოვლით დაფარულ ტრასაზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. თუმცა, ალბათ, გამორჩეული მაინც ის მოჭიდებაა, რომელიც Bugatti-ის მძღოლებმა მსგავს ზედაპირზე შემოგვთავაზეს.

ავტომწარმოებელმა Bolide-ის მხოლოდ 40 ეგზემპლარი შექმნა. Bolide კომპანიის ისტორიის მანძილზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გიჟური კონცეპტუალური ავტომობილის სერიული ვერსია იყო. ლე-მანის სარბოლო სპეციფიკაციებთან დაახლოებული მოდელი 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2.2 წამში ჩქარდება და 380 კმ/სთ-ზე 3 000 კგ მიმჭერ ძალას წარმოქმნის. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შედეგის გამეორება ყინულით დაფარულ ტრასაზე წარმოუდგენელია.

მიუხედავად იმისა, რომ Bolide-ები შოუს მთავარი ვარსკვლავები იყვნენ, Bugatti-მ, როგორც გითხარით, შვეიცარიაში თავისი სხვა მოდელებიც წარადგინა. მათ შორის იყო სამი უნიკალური Veyron-ი: Veyron Grand Sport Vitesse Soleil de Nuit, Meo Costantini და Rembrandt Bugatti Grand Sport Vitesse, რომელიც მხოლოდ სამ ეგზემპლარად არსებობს.

ღონისძიებას დაესწრო Bugatti Rimac-ის აღმასრულებელი დირექტორი მატე რიმაციც, რომელმაც ავტომწარმოებლის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოდელი წარადგინა. ერთ-ერთი იყო Rimac Nevera, ასევე Bugatti EB110 და რამდენიმე კლასიკაც — მათ შორის Type 13, Type 35 და Type 37A.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები