ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, გრანდ ტური
Aa
Aa

The Grand Tour-ის ახალი წამყვანების ვინაობა ცნობილია: ვინ ჩაანაცვლებს ლეგენდარულ ტრიოს?

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, The Grand Tour-ი ეკრანებზე ბრუნდება. შოუს ბოლო, ზიმბაბვის ეპიზოდი ლეგენდარული თანაწამყვანების — ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯეიმს მეის მონაწილეობით — 2024 წლის სექტემბერში ვიხილეთ. ეს ბევრისთვის ეპოქის დასასრულია, თუმცა, როგორც ჩანს, არა Amazon-ისთვის, რომელიც მზადაა გადაცემა სამი ახალგაზრდა წამყვანით განაახლოს.

The Grand Tour-ი ახალი სეზონით Prime Video-ზე 2026 წელს დაბრუნდება წამყვანების ახალი გუნდით, რომელთა სახელებიც ახლახან გასაჯაროვდა. ახალი სეზონის გასაღები, ახლა უკვე ოფიციალურად, თომას ჰოლანდსა და ჯეიმს ენგელსმანს გადაეცათ. ისინი, შესაძლოა, თავიანთი იუთუბარხიდან, Throttle House-დან გახსოვდეთ. რაც შეეხება მესამე ადამიანს, ის ფრენსის ბურჟუაა, რომელიც თავის თავს „მექანიკოს-ინჟინერს“ უწოდებს და სოციალურ ქსელში არანაკლები პოპულარობით სარგებლობს.

Grand Tour-ის ოფიციალურ Instagram გვერდზე შოუს ახალი ტრეილერი უკვე გამოჩნდა. ვიდეოში ჯერემი კლარკსონი თავისი შემცვლელების რეზიუმეებს კითხულობს და, რა თქმა უნდა, თითქმის ყველას იწუნებს. მას შემდეგ კი ახალი წამყვანების ჯერიც დგება — სწორედ მათ რეზიუმეებს ადასტურებს კლარკსონი ახალი წამყვანების პოზიციაზე.

„მოდით, ეს ადამიანები ჩავრთოთ. კარგად გამოიყურებიან“, — ამ სიტყვებით ასრულებს ჯერემი განაცხადების გადარჩევას და, როგორც ჩანს, The Grand Tour-ის ახალი წამყვანებიც ოფიციალურად დადასტურებულნი არიან.

როგორც ცნობილია, მომავალი სეზონი თავდაპირველ ფორმულას მიჰყვება და ექვს ახალ ეპიზოდს შემოგვთავაზებს. Variety-ს რეპორტაჟის თანახმად, გუნდი ანგოლას უდაბნოში გაემგზავრება, მალაიზიის ცოცხალ საავტომობილო კულტურას შეისწავლის და ამერიკულ მანქანებს გამოცდის.

ჰოლანდს და ენგელსმანს ამჟამად Throttle House-ის YouTube არხზე 3.35 მილიონი გამომწერი ჰყავთ, ბურჟუას Instagram-ზე — 2.6 მილიონი, ხოლო TikTok-ზე — 3.3 მილიონი. ფრენჩაიზის მე-7 სეზონი Prime Video-ზე 240-ზე მეტი ქვეყნისთვის გამოვა. შოუზე Studio Lambert-ი, The Traitors-ისა და Squid Game: The Challenge-ის გუნდი მუშაობენ.

ფოტოს წყარო: carscoops

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები