პორშე, პორშე 911 კარერა, სპორტქარი, სინგერი
Aa
Aa

იხილეთ Singer-ის მიერ შექმნილი Porsche 911 Carrera Cabriolet-ი

Singer-მა კიდევ ერთი შედევრი შექმნა — ეს Porsche 911 Carrera Cabriolet-ია, რომლითაც ტუნერმა 1980-იანი წლების კლასიკას მიაგო პატივი. 

რა არის Singer-ი? ეს კალიფორნიული ტუნინგ-ატელიეა, რომელიც ექსკლუზიურად Porsche 911-ების რესტავრაციითა და ტუნინგითაა დაკავებული. 


 

„1980-იანი წლების შუაში პერსონალიზაცია, რომელსაც Porsche Carrera Coupe-სთვის გვთავაზობდა, Carrera Cabriolet-საც მოიცავდა, რომლის შეძენაც შესაძლებელი იყო 911 Turbo-ს უფრო ფართო კორპუსით, თუმცა კომპანიის ატმოსფერული, 6-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით", — განაცხადა Singer-ის კრეატიულმა დირექტორმა რობ დიკინსონმა.

შესაბამისად, აღნიშნული პროექტი სწორედ 964 თაობის 911-ია, რომელიც Turbo-ს გაფართოებული კორპუსის მქონე 911 G-ის სტილშია წარმოდგენილი და, თუ გულწრფელები ვიქნებით, ის დიდებულად გამოიყურება.



ყველაფერი სწორედ 964-ით დაიწყო, რომელიც „გააშიშვლეს“ და შეისავლეს, სანამ მის კორპუსს გააძლიერებდნენ და კაპოტის ქვეშ Cosworth-თან ერთად შექმნილ 4-ლიტრიან, 6-ცილინდრიან ძრავას ჩადგამდნენ. როგორც ეს ქოსვორთს ეკადრება, ძრავს თითო ცილინდრზე აქვს ოთხი სარქველი, ასევე აირგანაწილება ცვლადი ფაზებით, ცილინდრთა ბლოკის თავი წყლით გრილდება, ცილინდრები — ჰაერით.

გამომუშავებული სიმძლავრე — 420 ცხ.ძ უკანა ბორბლებს გადაცემათა 6-სიჩქარიანი, მექანიკური კოლოფით გადაეცემა. ავტომობილი აღჭურვილია 4 პოზიციის მქონე რეგულირებადი საკიდრით, ნახშირბად-კერამიკული მუხრუჭებითა და 18-დუიმიანი დისკებით, რომლებიც Michelin Pilot Sport საბურავებით არის შემოსილი.


აღსანიშნავია დამატებითი ფარებიც, რომლებიც კაპოტში ღრმადაა „ჩაძირული“ და ვეშაპის კუდის ფორმის უკანა სპოილერიც, რომელიც დამატებითი არჩევანია (ალბათ, ყველა ავტომოყვარული აირჩევდა). 

მოდელის ზუსტი ფასი ცნობილი არ არის, თუმცა, მარტივად შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ ის იაფი ნამდვილად არ იქნება.

მსგავსი სიახლეები