კორვეტი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, შევროლეტი კორვეტი ც3
Aa
Aa

C3 Corvette-ისა და Chevrolet C30-ის უცნაური ნაზავი | სპორტქარი სატვირთო პლატფორმით

გსურთ გყავდეთ ავტომობილი, რომელიც გზებზე სხვა ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალებისგან გამორჩეულია? მაშინ თქვენს იმედებს ეს 1981 წლის Chevrolet Corvette ნამდვილად გაამართლებს, რომელსაც, მეტი ექსტრავაგანტულობისთვის, თავისი „ტრამპლინიც“ კი მოჰყვება.

ეს უცნაური C3 Corvette არიზონას შტატში მდებარეობს და Facebook Marketplace-ზე გასაყიდადაა გამოტანილი. საინტერესოა, რომ ეს მოდელი რეალურად Chevrolet C30-ის ძარაზეა დაფუძნებული და რთული სათქმელია, თუ რა დარჩა Corvette-სგან ახალ ვერსიაში. ერთი შეხედვით, კორპუსი C3-ს ჰგავს, მაგრამ ის აშკარად შორსაა ქარხნული წარმოების ვერსიისგან.

მაგალითად ავიღოთ ამ Corvette-ს წინა ნაწილი. საერთო ფორმა 1980-იანი წლების დასაწყისის Vette-ს დიზაინს იმეორებს, რასაც ვერ ვიტყვით წინა ბორბლის თაღებზე. ეს მოდელი სტანდარტულთან შედარებით ბევრად შემაღლებულია და ალბათ ის სპორტული ხიბლიც, რაც ამ მოდელისთვის დამახასიათებელია, დაკარგული აქვს. თუმცა იმის აღნიშვნაც შეგვიძლია, რომ სტანდარტული C3-ის სპორტულ სტილსა და წარმადობას ეს ვერსია თავისი პრაქტიკულობით აანაზღაურებს.

Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ მიუხედავად ავტომობილის წინა ნაწილის Corvette-თან მსგავსებისა, უკანა ნაწილი აშკარად ტრადიციული ტრანზიტული სატვირთოა, რომელსაც წესით დიდი ზომის ATV-ების გადატანაც უნდა შეეძლოს. თუმცა, ეს ასე არ არის.

როგორც ამჟამინდელი მფლობელიც აღნიშნავს, ავტომობილს წინა ნაწილი გადაკეთებული აქვს; ასევე შეცვლილი აქვს ამორტიზატორები და მუხრუჭები. სიმძლავრე  6.5-ლიტრიანი Chevy V8 ძრავიდან მოდის, თუმცა გამომუშავების შესახებ ცნობილი არაა. სულ თუ არაფერი, ამ ძრავას ძლიერი ჟღერადობა მაინც უნდა ჰქონდეს, რომელიც იდეალურად შეეფერება მსგავსი შესახედაობის ავტომობილს.

ამ ყველაფერთან ერთად ისიც უნდა ითქვას, რომ ავტომობილის ინტერიერი, ცვეთის გამო, არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია შემონახული. ამასთან ერთად კი, ტრამპლინის დიდი ნაწილიც ჟანგიანია. გასათვალისწინებელია ავტომობილის ღირებულებაც: Facebook Marketplace-ზე ის $7 000-ადაა შეთავაზებული, რაც ასეთი მდგომარეობისთვის დაბალი ფასი ნამდვილად არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები