სენას ლეგენდარული ბოლიდი შესაძლოა ყველაზე ძვირად გაყიდული Lotus-ი გახდეს
Formula 1-ის ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის, აირტონ სენას, როგორც სარბოლო, ასევე პირადი მოხმარების ავტომობილები აუქციონებზე ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს. ალბათ იმავეს უნდა ველოდოთ Lotus-ის შემთხვევაშიც, რომელიც, შესაძლოა, ამ ბრენდის აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი გახდეს.

სენა ყველას, ალბათ, უფრო მეტად McLaren-ში გატარებული წლებით ახსოვს, თუმცა შეუძლებელია ვინმეს ის ფაქტიც დავიწყებოდა, რომ ბრაზილიელი ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონატში Lotus-ის სახელით მონაწილეობდა. სწორედ ერთ-ერთი ბოლიდი, რომლის საჭესთანაც სენა გვინახავს, ახლა აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი.

ეს ბოლიდი 98T-ია, რომელიც Lotus-მა სპეციალურად ფორმულა 1-ის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ააწყო. ოქროსფერსა და შავ, John Player Special-ის დეტალებში შესრულებული 98T ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია, რომელიც ბრიტანულ გუნდს თავისი მოღვაწეობის განმავლობაში შეუქმნია. ამ ბოლიდის ერთ-ერთი ეგზემპლარი კი მარტში აუქციონზე გასაყიდად გამოვა და, როგორც ვარაუდობენ, მისმა შეფასებამ $12 მილიონს უნდა მიაღწიოს.

98T-ის მოდელი Renault-ის 1.5-ლიტრიანი ტურბო V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ფორმულა 1-ის მანქანადაა აღიარებული. ამ კონკრეტული 98T-ით სენა მეორე სეზონში რბოლებში მონაწილეობდა. სარბოლო მოდიფიკაციებით, ეს ვერსია დაახლოებით 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, თუმცა კვალიფიკაციაზე გამოსვლისას მისმა სიმძლავრემ 1 200 ცხენის ძალას უახლოვდებოდა. ძრავიდან წამოსული სიმძლავრე სრულად უკანა ბორბლებზე ნაწილდებოდა.
ეს 98T შასი 98T-3-ია და 1986 წლის სეზონის პირველ ნახევარში მას მხოლოდ აირტონ სენა მართავდა. ამ მოდელის საჭესთან სენამ ორ რბოლაში გამარჯვებაც მოიპოვა, დამატებით კი სამი პოდიუმი და ხუთი პოულ პოზიცია დაიკავა.


RM Sotheby’s-ის ცნობით, ბოლიდი Lotus-მა 1988 წელს გაყიდა და მას შემდეგ ის რამდენიმე კერძო კოლექციონერის საკუთრებაში იმყოფებოდა. Lanzante-მ ავტომობილს რთული რესტავრაცია ჩაუტარა, თუმცა F1-ის სხვა ყოფილი ბოლიდებისგან განსხვავებით, მას კვლავ აქვს შენარჩუნებული თავისი ქარხნული V6 ძრავა, რომელიც სრულად ფუნქციონირებადია.