ჰიბრიდი, სუვი, შიგაწვის ძრავა, ტოიოტა, ტოიოტა რავ4
Aa
Aa

Toyota არაჰიბრიდულ RAV4-ს მხოლოდ ერთ რეგიონში შეინარჩუნებს

Toyota-მ თავისი საუკეთესოდ გაყიდვადი SUV-ი ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და იაპონიის ბაზრებზე სრულად ჰიბრიდულად აქცია — მიუხედავად ამისა, შიგაწვისძრავიანი ტრადიციული ძრავა ყველა რეგიონიდან გასაქრობად მზად ჯერ ისევ არ არის. თუ სწორედ ასეთ RAV4-ს ეძებთ, მის პოვნას ახლო აღმოსავლეთში შეძლებთ...

ცოტა ხნის წინ, იაპონურმა ავტომწარმოებელმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის 2026 წლის RAV4, რომლის მონაცემებიც სხვა ვერსიებთან შედარებით, „არატრადიციულად“ გამოიყურება. აქ მომხმარებელს კარგად ნაცნობი ჰიბრიდული, 2.5-ლიტრიანი, 236ცხ.ძ-ის მქონე სისტემის ნაცვლად, შეუძლია 2.0-ლიტრიანი შიგაწვის ძრავა არჩიოს, რომელიც 169 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ძირითადად, წინა თაობის RAV4-ს ეყრდნობა. ამ დაშვების მიზეზი რეგიონის ნაკლებად მკაცრი ეკოლოგიური რეგულაციებია.  


ცხადია, შიგაწვისძრავიანი SUV-ის დაშვება უმსხვერპლოდ არ მოსულა — მძღოლებს აქ Toyota დამუხტვად ჰიბრიდებს არ შესთავაზებს... 

ვიზუალურად, აღმოსავლური მოდელი ამერიკულისგან, ევროპულისგან და იაპონურისგან, ფაქტობრივად, არ განსხვავდება. მყიდველებს შეუძლიათ, არჩევანი საბაზისო Core მოდელსა და უფრო დაკუნთულ Adventure-ს შორის გააკეთონ — დისკების ზომა კი 17-დან 20 დუიმამდე მერყეობს. 

აღნიშნული ტენდენცია გრძელდება სალონშიც, რომელშიც 10.5 ან 12.9-დუიმიანი მულტიმედიის მონიტორის მიღება შეიძლება (დამოკიდებულია კომპლექტაციაზე). სტანდარტულია 12.3-დუიმიანი ციფრული ხელსაწყოთა პანელი. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, RAV4-ის კომპლექტაციების სპექტრი საკმაოდ ფართოა: EX FWD, EXR, GXR, Adventure და VXR. სამწუხაროდ, აქაურები GR Sport კომპლექტაციას ვერ მიიღებენ. 

შიგაწვისძრავიანი RAV4-ის ფასი 28 800 დოლარიდან 33 700 დოლარამდე მერყეობს, ხოლო ჰიბრიდი ოდნავ უფრო ძვირია და მის შეძენას 31 200-დან 41 600 დოლარამდე ფასებში შეძლებთ.

თქვენ რომელ RAV4-ს შეიძენდით, ჰიბრიდულს თუ არაჰიბრიდულს?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები