ელექტრომობილი, ლამბორგინი, სტეფან ვინკელმანი, პლაგინ ჰიბრიდი
Aa
Aa

Lambo პირველ ელექტრომობილს აღარ გამოუშვებს | ავტომწარმოებელი ჰიბრიდებზე გადადის

Lamborghini-ში მიხვდნენ, რომ პირველი ელექტრომობილის გამოშვების გეგმა ფინანსური წარუმატებლობისთვის იყო განწირული და გეგმებიც შეცვალეს. სუპერქარების იტალიური მწარმოებელი ახლა plug-in ჰიბრიდების წარმოებაზე გადაერთო, რაც ბევრად მოგებიანი უნდა იყოს, რადგან EV-ებზე მოთხოვნა უბრალოდ წარმოუდგენლად დაბალი აღმოჩნდა.

როგორც Lamborghini-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ვინკელმანმა The Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, Lanzador-ის ელექტრომოდელი, რომლის კონცეფციაც კომპანიამ პირველად 2023 წელს წარადგინა, აღარ გამოვა. მას plug-in ჰიბრიდები ჩაანაცვლებენ, რაც მიუთითებს კომპანიის შეცვლილ სტრატეგიაზე: წარმოების ხაზი ათწლეულის ბოლომდე სრულად ჰიბრიდიზებული იქნება.

Lamborghini-ს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, თუ როგორი სიფრთხილით ეკიდებიან ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებლები ელექტრომობილებზე გადასვლის გეგმებს. ვინკელმანმა ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ მომხმარებლების მხრიდან EV-ების „მიღების მრუდი“ (Lambo-სთვის) ნულთანაა მიახლოებული. მისი თქმით, კომპანიის მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი დიდ ფინანსურ რისკებს შეიცავს.

„სრულფასოვანი ელექტრომობილების განვითარებაში დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება მაშინ, როდესაც ბაზარი და მომხმარებელთა ბაზა ამისთვის მზად არ არის, ფინანსური უპასუხისმგებლობა იქნება აქციონერების, მომხმარებლების, ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მიმართ“, — განაცხადა ვინკელმანმა.

ვინკელმანის შეფასებით, ამ დროისთვის მომხმარებლებს ელექტრომობილებთან „ემოციური კავშირის“ დამყარება უჭირთ და Plug-in-ების შეთავაზება საუკეთესო გამოსავალია, რადგან ისინი ერთდროულად ელექტრომობილებისა და შიგაწვის ძრავების სიკეთეებს აერთიანებენ — დაწყებული EV-ების ტექნოლოგიური სისწრაფით, დასრულებული შიგაწვის ძრავების ემოციითა და სიმძლავრით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები