კია, კია ივ6, კია ტელურიდი, კია სოული, კია ივი9, კია ივი6, კია სპორტიჯი, კია ნირო
Aa
Aa

წლის კარგი სტარტი Kia-სთვის | თებერვალი აშშ-ში რეკორდული გაყიდვებით დაიხურა

Kia-სთვის 2025 წელი დიდებული იყო — კორეულმა ავტომწარმოებელმა აშშ-ის ბაზარზე რეკორდული რაოდენობის, 852 155 მანქანა გაყიდა. კარგად დაიწყო 2026 წელიც — თებერვალში შტატებში ბრენდმა 66 005 ავტომობილი გაყიდა, რაც Kia-ს ისტორიაში საუკეთესო თებერვალი აღმოჩნდა.

 

ყველაზე გაყიდვადი მოდელი, ტრადიციულად Sportage-ია, 13 901 გაყიდული ერთეულით, თუმცა საუკეთესო ამბავი მაინც 2027 Telluride-ს ეხება. განახლებული ქროსოვერი სადილეროებში თებერვლის დასაწყისში გამოჩნდა და შესანიშნავი დებიუტიც გამოუვიდა — მოდელის გაყიდვები, იანვართან შედარებით, 37%-ით გაიზარდა და 13 198-ს მიაღწია. ეს დიდებული შედეგია, რომელიც, უდიდესი ალბათობით, წლის ბოლოს გაუმჯობესდება, როცა კორეელები მოდელის ჰიბრიდული ვერსიის გაყიდვას დაიწყებენ.

მესამე ადგილზე შედარებით ბიუჯეტური K4-ია, რომელიც 22 290$ ღირს — მასზე არჩევანი 11 864-მა ამერიკელმა შეაჩერა. 31%-ით, 5805 ერთეულამდე გაიზარდა მინივენი Carnival-ის გაყიდვებიც, ორნიშნა იყო Niro-ს წარმატებაც (20%-იანი მატება). 

ელექტრომობილები დინებას ისევ არ მიჰყვებიან

განსხვავებულია რეალობა ელექტრომობილების სეგმენტში — საგადასახადო შეღავათების მოხსნამ ამ ბაზარზე მძიმედ იმოქმედა. EV6-ის გაყიდვები გასული წლის თებერვალთან შედარებით 52.9%-ით, ხოლო EV9-ის 39.8%-ით შემცირდა. ჯამში ამ ორი მოდელის 1500 ერთეულიც კი არ გაყიდულა. 2025 წლის პირველი ორი თვის ჯამზე 51.3%-ით ნაკლებია.

12.4%-ით შემცირდა Kia Sorento-ს გაყიდვებიც, ისევე როგორც Soul-ის, თუმცა ეს გასაგებია, რადგან მოდელის წარმოება კორეულმა ბრენდმა უკვე დაასრულა. 

„ინტერესი Kia-ს ბრენდის მიმართ აშშ-ში იზრდება, რაც 2027 Telluride-ის დამსახურებაა. როგორც კი მე-2 თაობის SUV გამოვუშვით, Telluride-მა გაყიდვების პირადი რეკორდი დაამყარა, რითაც სეგმენტის მომხმარებლების მისით დაინტერესებას ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა“, — განაცხადა Kia America-ს გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ უოტსონმა. 

მსგავსი სიახლეები