პოლიცია, დრიფტი, იაპონია, ტოკიო
Aa
Aa

არა ტოკიოს დრიფტს — იაპონიის პოლიციამ ხუთი დრიფტერი დააკავა

როცა მთელი დანარჩენი მსოფლიო იაპონური დრიფტის კულტურის რომანტიზებითაა დაკავებული, ტოკიოს პოლიციის დეპარტამენტს კვამლითა და ხმაურით სავსე გართობა ყელში ამოუვიდა. თუ ამის მტკიცებულება გჭირდებათ, შეგიძლიათ იხილოთ ხუთი დრიფტერი, რომელიც ცოტა ხნის წინ იაპონელმა სამართალდამცველებმა ავტომობილის სახიფათო მართვისთვის დააკავეს. დაკავებულებს, რომლებიც უკანა ამძრავ Toyota-ებსა და Nissan-ებს მართავდნენ, ბრალი ტოკიოს პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დრიფტში ედებათ, რისი დამადასტურებელი კადრებიც არსებობს.

იაპონური გამოცემების, NHK World-ის, TBS News Dig-ისა და FNN-ის ცნობით, ინციდენტი გასული წლის დეკემბერში მოხდა — გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ შუაღამით სტანდარტულ საქალაქო ტრასაზე, სულ მცირე, ორი ავტომობილი დრიფტაობს. 


View this post on Instagram

A post shared by Miryoku ???? (@miry0kuu)

დაკავებულთა შორის ერთ-ერთი იოშიკავა მარსელო იუჯია, რომელსაც ინსტაგრამზე 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და იაპონიის დრიფტის სცენაზე საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. მისი პოსტების უმრავლესობა Fuji-ს გზატკეცილზეა გადაღებული, თუმცა მათ შორის ქალაქის ქუჩებში გადაღებულ ვიდეოებსაც ვხვდებით. 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, ტოკიოს პოლიციაში დრიფტთან დაკავშირებული საჩივრების რაოდენობა გაორმაგდა. მხოლოდ 2025 წელს, ამ საკითხზე პოლიციას 347-მა მოქალაქემ მიმართა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები