დამუხტვადი ჰიბრიდი, ქროსოვერი, ბუიკი, ბუიკ ელექტრა ე7
Aa
Aa

Buick-ი თავის უახლეს მოდელს ჩინური ბაზრისთვის „ინახავს“

Buick-ი წლის ბოლოს ჩინურ ბაზარზე Electra E7-ის ოფიციალურად წარსადგენად ემზადება და არაერთი დეტალი წინასწარ წარმოგვიდგინა. 

გარეგნულად E7 ელეგანტურად, თუმცა საკმაოდ სტანდარტულად გამოიყურება: წინა მხარე „ზვიგენის ცხვირის“ სტილშია გადაწყვეტილი, განათებები კი ორ ნაწილადაა გაყოდილი. ზედა მხარეს C-ის ფორმის დღისით მოძრაობის ფარებს ვხედავთ, ქვევით კი L-ის ფორმის მაშუქებს. უკანა მხარეს უფრო მომრგვალებული ფორმები, სპოილერი და პლასტმასის სხვა დეტალები შეიმჩნევა. აღსანიშნავია კარის მექანიკური სახელურებიც — ამის მიზეზი ის არის, რომ ელექტრო სახელურები უსაფრთხოების პრობლემების გამო ჩინეთის მთავრობამ აკრძალა.  

სიგრძეში ავტომობილი 4850მმ-ია, სიგანეში კი 2850მმ — შესაბამისად, მოდელი Enclave-ზე 424მმ-ით მოკლე, თუმცა Envision-ზე 208მმ-ით მოკლეა. 

ელეგანტური ინტერიერი

მოდელის ინტერიერი მინიმალისტურია, თუმცა შესამჩნევია მაღალი ხარისხის მასალები, ქსოვილი და ლითონის აქცენტები, რომლებიც ამერიკულმა ავტომწარმოებელმა გამოიყენა.

ქროსოვერის სალონში ვხედავთ სმარტფონის უსადენო დამმუხტველებსა და 15.6-დუიმიან მულტიმედიის მონიტორს, რომელიც ჭერზეა დამონტაჟებული. ფოტოებზე ვხედავთ, რომ წინა სავარძლების გადაკეცვით მანქანა, ფაქტობრივად, რეკრეაციულ სივრცედ გადაიქცევა, რომელშიც მგზავრებს წამოწოლა და ფილმის ყურება შეეძლებათ.  

Electra E7-ს ექნება სავარძლების გათბობა, Dolby Atmos-ის 20-დინამიკიანი აუდიოსისტემა, ორზონიანი კლიმატკონტროლი და პანორამული ჭერი. 

ძალური აგრეგატი

Buick-ი ავტომობილის ძალური აგრეგატის დეტალებზე ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა დადასტურდა, რომ მოდელი დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება, რომელიც კომბინირებულად 1600 კილომეტრზე მეტს გაივლის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მხოლოდ ელექტრული მუხტით ქროსოვერი 210 კმ-ს გაივლის. 

წარსულში ჩინეთის ინდუსტრიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოდელს 1.5-ლიტრიანი ძრავა ექნებოდა, 97 ცხ.ძ-ით. აღნიშნული ძრავა LFP ბატარეებსა და ელექტროძრავას შეუწყვილდება. ალბათ, ფიქრობთ, რაღაა დამალულიო, თუმცა, არსებული ცნობებით, დამუხტვადი ჰიბრიდი ერთადერთი ვერსია არ იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები