გაყიდვები, ელექტრომობილები, პორშე, პორშე პანამერა, პორშე ტაიკანი
Aa
Aa

ხარჯების შესამცირებლად, Porsche-მ შესაძლოა Taycan-ი და Panamera გააერთიანოს

Porsche-ს ახალ ხელმძღვანელს, მაიკლ ლაიტერსს, არცთუ ისე ცოტა სამუშაო აქვს, რადგან ბოლო პერიოდში ავტომწარმოებლის საქმეები არცთუ ისე კარგად მიდის. კომპანიის წლიური გაყიდვები ზედიზედ უკვე მეორედ, ამჯერად 10%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც 2024 წელს 3%-იანი კლება დააფიქსირა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია ჩინეთშია, სადაც Porsche-ს მარკის მოდელებზე მოთხოვნა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა.

McLaren-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა Porsche-ს CEO-ს პოსტზე ოლივერ ბლუმი არცთუ ისე დიდი ხნის წინ შეცვალა, თუმცა მას შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, ლაიტერსის გადაწყვეტილებით, Porsche Macan-ი ბენზინზე მომუშავე ვერსიასაც მიიღებს, ისევე როგორც Porsche Boxster-ისა და Porsche Cayman-ის შემთხვევაში, რომლებიც ხაზში ამავე მოდელების ელექტრომობილებთან ერთად იქნებიან წარმოდგენილნი.

ბრიტანული ჟურნალ Autocar-ის თანახმად, Porsche-ს ხელმძღვანელი ახლა უკვე Panamera-სა და Taycan-ის ერთ მოდელურ ხაზში გაერთიანებასაც განიხილავს. ამ ორი სახელწოდების გაერთიანება კი, სავარაუდოდ, ავტომწარმოებელს სოლიდურ დანაზოგს მოუტანს მაშინ, როდესაც ხარჯების შემცირებაზე მუშაობს. რეალურად, Porsche-სთვის ხარჯების შემცირების პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რადგან ერთდროულად გაყიდვების შემცირებას ებრძვის და, თან, მოდელების ფართო სპექტრის შექმნაზეც სურს მუშაობა.

Panamera და Taycan-ი წლების განმავლობაში „მშვიდობიანად“ თანაარსებობდნენ — ერთი მოდელი შიგაწვის ძრავების მოყვარულთათვის იყო განკუთვნილი, მეორე კი ელექტრომობილების მომხმარებელთა ბაზისათვის. ამ ეტაპზე მათი მომავალი გაურკვეველია და ჯერ იმის თქმაც კი ადრეა, თუ რომელ სახელს მიიღებს ახალი მოდელი. თუმცა, როგორც გამოცემებიც წერენ, შესაძლოა Taycan-თან შედარებით Panamera უფრო ლოგიკური არჩევანი იყოს იმის გათვალისწინებით, რომ ბენზინზე მომუშავე ავტომობილი თითქმის ორი ათწლეულია, რაც არსებობს.

წელი

Taycan-ის გლობალური გაყიდვები 

2025 წელი 16,339 ერთეული 
2024 წელი 20,836 ერთეული 
2023 წელი 40,629 ერთეული 
2022 წელი  34,801 ერთეული 
2021 წელი  41,296 ერთეული 
2020 წელი 20,015 ერთეული 

 

2025 წელი Taycan-ისთვის ყველაზე ცუდი წელი იყო. როგორც გლობალური გაყიდვების მაჩვენებლებიდანაც ჩანს, ელექტრომობილების სეგმენტში გაზრდილი კონკურენციის ფონზე, Taycan-ზე მოთხოვნა მცირდება. ეს ვარდნა განსაკუთრებით შესამჩნევი ჩინეთის ბაზარზეა, სადაც ადგილობრივი ავტომწარმოებლები მომხმარებელს EV-ების ბევრად ხელმისაწვდომ ალტერნატივებს სთავაზობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები