პორშე 911, მერსედეს ბენცი, მერსედეს აიემჯი, მერსედეს აიემჯი ჯითი 63 პრო, პორშე 911 ჯითიესი
Aa
Aa

G-Class-იდან AMG GT-ზე: ვინ ყიდულობს Mercedes-ის ახალ სპორტქარს?

ახალი Mercedes-AMG GT 63 Pro შესაძლოა თავისი სიმძლავრითა და წარმადობით ისეთ კონკურენტებსაც კი არ ჩამოუვარდებოდეს, როგორებიც Porsche 911 GTS T-Hybrid-ი ან თუნდაც საკმაოდ მძლავრი 911 Turbo S-ია. თუმცა, როგორც გერმანული ავტომწარმოებელი აცხადებს, მძღოლები, რომლებიც მისი წინაძრავიანი ფლაგმანის შეძენით არიან დაინტერესებულნი, Mercedes-ის მოდელსა და Porsche-ს შორის არჩევანს იშვიათად აკეთებენ.

Porsche 911 სპორტქარების უმეტესობისგან თავისი უკანაძრავიანი კონფიგურაციით გამოირჩევა. GT 63 Pro-ს მსგავსად, ეს მოდელიც ელეგანტურ ორკარიან, 2+2 სავარძლების განლაგებას გვთავაზობს, რაც Turbo S ფორმატშიც გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელები საფასო კატეგორიით ერთმანეთთან ახლოსაა, მყიდველთა ქცევა განსხვავებულია.

ავსტრალიაში, GT 63 Pro-ს ერთ-ერთი ბოლო პრეზენტაციისას, Mercedes-Benz Australia-ს მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ჯერი სტამულისმა, აღნიშნა, რომ ტიპური მყიდველები AMG-ის პროდუქტებს უკვე ძალიან კარგად იცნობენ:

„მარტივად რომ ვთქვათ, AMG-ს ტიპური მყიდველები ამ მოდელს სხვა ავტომობილებს არ ადარებენ. GT 63 Pro-ს პოტენციური მფლობელები უფრო მეტად G63-ის ამჟამინდელი მძღოლები არიან, რომელთაც ახლა სპორტქარის, თუნდაც E63 AMG-ს ფლობა სურთ“.

რაც შეეხება ტექნიკურ მაჩვენებლებს, ამ შემთხვევაში მართლაც რთულია, GT 63 Pro-ს შესაძლებლობები დავუწუნოთ. გერმანული ავტომწარმოებლის ახალი მოდელი სიმძლავრეს 4-ლიტრიანი Twin-Turbo V8 ძრავიდან იღებს, რომელიც 603 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ეს სტანდარტულ, არა-„პრო“ ვერსიებთან შედარებით, 26 ცხენის ძალითა და 50 ნიუტონ-მეტრით მეტია.

ძრავა 9-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს უკავშირდება, რომელიც აგრეგატიდან წამოსულ სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. Mercedes-AMG-ის თქმით, ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის მხოლოდ 3.1 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 317 კმ/სთ-ს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები