პიკაპი, ელექტრომობილი, ტესლა, უბედური შემთხვევა, ტესლა საიბერთრაქი, სარჩელი
Aa
Aa

ტეხასელი მძღოლი ტესლას უჩივის — თვითმართვადმა ტექნოლოგიამ შეჯახება თავიდან არ აირიდა

Tesla-ს Full-Self Driving (სრულად თვითმართვადი) სისტემამ ნახევრად ავტონომიური შესაძლებლობები შეერთებულ შტატებში ათობით ათასი მომხმარებლის ხელებში მოაქცია... ამ ეტაპზე, ეს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტექნოლოგიაა, რომელსაც თვალს უამრავი ავტომწარმოებელი ადევნებს. მიუხედავად პირობებისა, სისტემა იდეალურობისგან ჯერ ისევ შორს არის, რასაც მცირე ხნის წინ Tesla-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიც ამტკიცებს. 

სარჩელში, რომელიც ტეხასში, ჰიუსტონში დაფიქსირდა, Tesla Cybertruck-ის მძღოლი იუსტინ ამორი აცხადებს, რომ გასული წლის აგვისტოში FSD სისტემამ მის სიცოცხლეს მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა. როცა ელექტროპიკაპი Y-ის ფორმის გზაჯვარედინს მიუახლოვდა, მარჯვნივ მოხვევის ნაცვლად მან წინ, ბეტონის ბარიერისკენ მოძრაობა გააგრძელა. მძღოლმა ავტომობილზე კონტროლის აღება მოასწრო, თუმცა ბარიერი თავიდან ვერ აირიდა და შეჯახება მაინც მოხდა. 

არსებული ცნობებით, ავარიამ მძღოლის ხერხემლის არეში არაერთი თიაქარი და ჯანმრთელობის სხვა არაერთი პრობლემა გამოიწვია. Chron-ის ცნობით, ვიდეორეგისტრატორმა აღნიშნული ავარია გადაიღო და კადრებში კარგად ჩანს, როგორ ცდილობს Cybertruck-ი მოხვევას გზაჯვარედინზე, თუმცა შემდეგ გზას აგრძელებს და წინაღობას ეჯახება.

გავრცელებულ ფოტოებში ვხედავთ, რომ ელექტრო პიკაპის წინა მხარე მნიშვნელოვნადაა დაზიანებული — ავარიის ადგილზე ავტომობილის სხვადასხვა დეტალი და დამსხვრეული ბამპერის ნაწილები ყრია. სარჩელში განცხადებულია, რომ Tesla-ს გადაწყვეტილება, თვითმართვადი სისტემა მხოლოდ კამერებზე იყოს დაფუძნებული და რადარები ან LiDar სენსორები არ გამოიყენოს, დანაშაულია და ეს ავარიაც სწორედ ამ გადაწყვეტილების მიმღების კისერზეა. 

„Tesla-ს გადაწყვეტილებებმა იუსტინის ინციდენტის თავიდან არიდება შეუძლებელი გახადა. ამ კომპანიას სურს, მძღოლებმა მათ ტყუილს დაუჯერონ და მას სიცოცხლე მიანდონ — რომ ავტომობილს დამოუკიდებლად გადაადგილება უსაფრთხოდ შეუძლია — მას ეს არ შეუძლია, მანქანა ამას არ აკეთებს“, — აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი. 

ამერიკული ავტომწარმოებლისგან მოსარჩელე 1 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები