არმან ცარუკიანის ახალი Ferrari, რომელიც $750 000 ღირს
UFC-ის მებრძოლმა არმან ცარუკიანმა ბოლოს დენ ჰუკერთან იჩხუბა და „ჰენგმენი“ მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. მას შემდეგ წარმოშობით სომეხმა მებრძოლმა RAF-სა და Hype FC-ზე იასპარეზა და, როგორც ჩანს, შეხვედრიდან მიღებული თანხა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თავისი კოლექციისთვის Ferrari-ს სუპერქარი შეემატებინა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში UFC-ის მებრძოლი თავისი ახალი, შავი ფერის Ferrari SF90 Spider-ით გადაადგილდება. ამ იტალიური სუპერქარის ღირებულება, მახასიათებლებისა და გარბენის გათვალისწინებით, $550 000-დან $750 000-მდე მერყეობს. Ferrari-მ მოდელის წარმოება 2024 წელს შეწყვიტა, თუმცა მეორადი ავტომობილების ბაზარზე SF90 Spider-ი კვლავ ხელმისაწვდომია.
არსებული ინფორმაციით, ცარუკიანმა ავტომობილი ბოლოდროინდელი შეხვედრებიდან მიღებული თანხით შეიძინა — ამ შემთხვევაში, წესით, RAF 6 და Hype FC იგულისხმება. თუმცა საიდუმლოდ რჩება, თუ რეალურად რა თანხის გამომუშავება შეძლო ცარუკიანმა ღონისძიებებიდან. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ UFC-ის მებრძოლს Ferrari-ს შეძენა ამ დაპირისპირებების გარეშეც არ გაუჭირდებოდა.
Arman Tsarukyan just bought himself a new Ferrari from his side quests. ????????️
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) March 14, 2026
(Via @Beardegidio ) pic.twitter.com/wMc4pfjuDm
Ferrari SF90 Spider-ის ბოლო თაობა plug-in ჰიბრიდი კაბრიოლეტია, რომელიც 4-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავითა და მასთან შეწყვილებული 3 ელექტროძრავის დახმარებით მუშაობს. შედეგად, იტალიური სუპერქარის კომბინირებული სიმძლავრე 986 ცხენის ძალას აღწევს. ეს მოდელი Ferrari-ს პირველი PHEV (დასატენი ელექტროჰიბრიდი) Spider-ია. მოდელი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.5 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს, 340 კმ/სთ-ს აღწევს.