სიჩქარის რეკორდი, ბუგატი, ბუგატი ვეირონი, ბუგატი შირონი სუპერ სპორტ 300, ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტი
Aa
Aa

Bugatti-მ ლეგენდად ქცეული Veyron Super Sport-ი აღადგინა

Bugatti-ს თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოდელი, უპირობოდ, შავ-ნარინჯისფერი Veyron Super Sport-ია, რომელმაც 2010 წელს სერიული ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი დაამხო და 430კმ/სთ სიჩქარე განავითარა. რეკორდი ერთმა კონკრეტულმა მანქანამ დაამყარა, თუმცა მის სრულყოფაში მონაწილეობას იდენტური Veyron-ების მთელი ფლოტი იღებდა, რომლის ერთ-ერთი წევრიც კომპანიის La Maison Pur Sang პროგრამის ფარგლებში აღადგინეს. 

ასევე იხილეთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

 

Super Sport-ის პროტოტიპი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, Veyron Super Sport World Record Edition ვარიანტის შემუშავების პროცესში გამოიყენებოდა და, შესაბამისად, მისი მონაცემები რეკორდსმენის იდენტურია. მოგვიანებით ის საჯარო გამოფენებისთვის ფოტოსესიებისთვის და მომხმარებლისა და მედიის წინაშე ბრენდის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის გამოიყენებოდა, ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ მისი ოდომეტრი 70 000 კილომეტრს უჩვენებს — ეს ჰიპერქარისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია, შესაბამისად, მანქანას საფუძვლიანი აღდგენა სჭირდებოდა.

ამან იტალიურ ბრენდს მისცა საშუალება, La Maison Pur Sang-ის შესაძლებლობები ეჩვენებინა — 2020 წელს გახსნილი ქარხნის, რომელიც სრულად ქარხნული რესტავრაციის პროგრამას ემსახურება. აღდგენის 6-თვიან პროცესში, სრულად განახლდა ინტერიერი და ნახშირბადის ბოჭკოს დეტალები, ბოლოს კი ჰიპერქარი გადაიღება. 

Bugatti-მ განაახლა სხვა არაერთი კომპონენტიც, მათ შორის რადიატორები და ელექტროსისტემა. მართალია, ასე მანქანის უნიკალური ისტორია, მეტ-ნაკლებად იკარგება, თუმცა ავტომწარმოებელმა იმ კლიენტის სურვილი დააკმაყოფილა, რომლის კოლექციასაც აღნიშნული ჰიპერქარი შეუერთდება. ბრენდმა ხელუხლებლად დატოვა ოთხი ტურბინის მქონე 8-ლიტრიანი W16 ძრავი და 7-სიჩქარიანი გადაცემათა სისტემაც. 

თუ ამ რეკორდის შესახებ პირველად გესმით, გეტყვით, რომ Veyron-ის შედეგი 2019 წელს მისმა მემკვიდრემ, Chiron-მა გააუმჯობესა, რომელმაც 490 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. Bugatti-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ ეს რეკორდის დამყარების ბოლო მცდელობა იქნებოდა, თუმცა ახალი ბოსი, მატე რიმაცი განსხვავებულად ფიქრობს და დიდი ალბათობით, ადრე თუ გვიან, Chiron-ის რეკორდიც დაემხობა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები