მერსედესი, მერსედეს აიემჯი, მერსედესი ჯი კლასი, მერსედესი ჯი კლასი კაბრიოლეტი, მერსედეს ბენცი ჯი კლასი კაბრიოლეტი
Aa
Aa

Mercedes-ი G-Class-ის კაბრიოლეტ ვერსიას უშვებს | როგორი იქნება ახალი მოდელი?

Nissan Murano CrossCabriolet-ის, Land Rover Range Rover Evoque Convertible-ისა და Volkswagen T-Roc Cabriolet-ის გამოჩენამდე — რომელთა შეძენაც მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო შესაძლებელი — არსებობდა Mercedes-Benz G-Class Cabriolet-ი. ეს გახლდათ Mercedes-ის ლეგენდარული და ბევრისთვის საყვარელი SUV-ის კაბრიოლეტი ვერსია, რომელიც გერმანულმა ავტომწარმოებელმა საკმაოდ დიდი ხნით დაივიწყა.

Mercedes-მა G-Class Cabriolet-ის წარმოება 1979 წელს დაიწყო, დაახლოებით 13 წლის წინ კი სამუდამოდ შეწყვიტა. მას შემდეგ იმ ენთუზიასტებისთვის, რომელთაც დასაკეცი სახურავის მქონე ვერსიის ფლობა სურდათ, ერთადერთ გამოსავლად ტუნინგ-ატელიეები რჩებოდა. თუმცა ეს მოცემულობა, წესით, 2028 წლიდან უნდა შეიცვალოს.

Automotive News-ის ინფორმაციით, Mercedes-AMG „ჯი-კლასის“ კაბრიოლეტ ვერსიაზე უკვე მუშაობს. G63 Cabriolet-ი ოთხკარიანი SUV იქნება და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გამოვა. გამოცემის ცნობით, დასაკეცი სახურავის მქონე G-Class-ი, რამდენიმე სხვა მოდელთან ერთად, ავტომწარმოებელმა გერმანიაში, აშშ-სა და კანადის დილერებთან გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

ხაზისთვის G-Class Cabriolet-ის დამატების გეგმები ავტომწარმოებელმა პირველად ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დაადასტურა. მოგვიანებით ინტერნეტში შენიღბული პროტოტიპის რამდენიმე ფოტოც გავრცელდა. მაშინ Mercedes-მა თქვა, რომ SUV-ს მსოფლიოს უმეტეს ბაზარზე გაყიდდა, თუმცა გამოშვების ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.

AN-ის ინფორმაციით კი, ახალი G63 კაბრიოლეტის წარმოება 2027 წლის მესამე კვარტალში დაიწყება, ავსტრიის ქალაქ გრაცში მდებარე Magna Steyr-ის (Mercedes-ის პარტნიორი) ქარხანაში. SUV მყარსახურავიანი ვერსიის კოლოფისებრ ფორმას შეინარჩუნებს და იგივე, 4-ლიტრიანი V8 Twin-Turbo „რბილი ჰიბრიდის“ (mild-hybrid) სისტემით აღიჭურვება. ახალ მოდელში ძრავის სიმძლავრე, სავარაუდოდ, 585 ცხენის ძალას მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები