ჰიპერქარი, ბუგატი, ბუგატი შირონი, უცნაური, ბუგატი შირონი პურ სპორტი
Aa
Aa

Bugatti-მ ბენზინგასამართი სადგური საწვავის შლანგთან ერთად დატოვა

კალიფორნიაში, ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი უცნაური შემთხვევა, რომელიც თავს Bugatti-ს ერთ-ერთ მძღოლს გადახდა, მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ძვირად ღირებული ჰიპერქარების მფლობელებიც კი არ არიან დაცულნი „ლოგიკის სრული უკმარისობისგან“.

ეს კონკრეტული Chiron Pur Sport-ი, რომელსაც თავადაც ხედავთ, Shell-ის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერდა უბრალოდ საწვავის ჩასასხმელად, თუმცა, მოულოდნელად, ეს რუტინული ვიზიტი ხარჯიან და უხერხულ თავგადასავლად ექცა.

View this post on Instagram

A post shared by Motorsport (@motorsport)

Southcoastshelloc-ის ვიდეოში ჩანს, რომ $3.6-მილიონიანი Bugatti-ს მფლობელმა ავტომობილში საწვავის ჩასხმა დაიწყო, შემდგომ კი იქვე, ავტოგასამართი სადგურის მაღაზიაში შევიდა. უკან დაბრუნებულს შლანგის გამოერთება აღარ გახსენებია, ისე ჩაჯდა მანქანაში და ავტომობილი დაქოქა. ეს მან მხოლოდ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შეამჩნია, თუმცა კატასტროფა უკვე მომხდარი იყო.

შლანგი დამცავ სარქველთან გაწყდა, რამაც მხოლოდ ავტოგასამართი სადგურის ინფრასტრუქტურა არ დააზიანა. ნებისმიერი Bugatti განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან მისი კარბონის კორპუსისა და ექსკლუზიური საღებავის დაზიანება ასტრონომიულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მსგავსი შეცდომა შესაძლოა სხვებსაც მოსდიოდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში მისი შედეგები ძალიან დიდ ხარჯს უკავშირდება.

საბოლოოდ, Bugatti-ს მფლობელმა ავტომობილი გააჩერა და ადგილზე ზარალის შესაფასებლად დაბრუნდა. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მძღოლი მომხდარს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა და მათ ოფისში შევიდა, რათა გაფუჭებული აღჭურვილობისთვის თანხა გადაეხადა.

ასევე დაგაინტერესებთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

თუმცა, მომავალში მდიდრული ავტომობილების მფლობელებს მსგავს შეცდომებზე ფიქრი აღარ მოუწევთ. ინჟინრები ეძებენ გზებს, რათა ავტომობილები უფრო ჭკვიანი გახადონ. ახალ სენსორებს იმის ამოცნობა შეეძლებათ, ღიაა თუ არა საწვავის კარი და მძღოლსაც შესაბამის სიგნალს გაუგზავნიან, რათა ასეთი შემთხვევები და მანქანის დაზიანება თავიდან აირიდონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები