ბიემვი, ბეემვე, ტუნინგი, ბიემვი ე46, ბიემვი ე46 ემ3 ტურინგი, სპორტული უნივერსალი
Aa
Aa

ბრიტანულმა ტუნინგ-ატელიემ E46 M3 Touring-ის წარმოება დაიწყო

თანამედროვე BMW M3 Touring ბავარიული ავტომწარმოებლისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა — ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ მან ექსტრემალური სიმძლავრე და პრაქტიკულობა ერთმანეთს შესანიშნავად შეუხამა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ 26 წლის წინ BMW ამ მოდელის წინაპრის, E46 M3 Touring-ის გამოშვებასთან ძალიან ახლოს მივიდა.

ისტორია 2000 წელს დაიწყო, როდესაც ბავარიელებმა პროტოტიპიც კი შექმნეს და ჟურნალისტებსაც წარუდგინეს, მაგრამ მაშინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპორტულ უნივერსალზე მოთხოვნა მცირე იყო. პროექტი თაროზე შემოიდო, ახლა კი ბრიტანულმა ტუნინგ-ატელიე Petroyle-მა გადაწყვიტა, იქ გააგრძელოს, სადაც BMW-მ გაჩერება არჩია.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

Petrolye-მა E46 M3 Touring-ის საკუთარი ვერსია შექმნა, რომელიც ვიზუალურად 25 წლის წინანდელ პროტოტიპს ზუსტად იმეორებს. იმისათვის, რომ წონა არ გაზრდილიყო, ავტომობილის უკანა ნაწილი სრულად ნახშირბადის ბოჭკოსგან დაამზადეს. შედეგად, ეს „ცხელი“ უნივერსალი თითქმის იმდენივეს იწონის, რამდენსაც თავდაპირველი კუპე. პირველი ეგზემპლარი ლეგენდარულ Laguna Seca Blue ფერშია შესრულებული და მისი კორპუსი სრულად არის გამაგრებული, რათა მართვადობისა და მდგრადობის უმაღლესი სტანდარტი შენარჩუნდეს.

პროექტის ავტორები კლიენტებს საინტერესო არჩევანს სთავაზობენ — თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ კლასიკური არჩევანი და თქვენი M3 S54 3.2-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით აღჭურვოთ, რომელიც 343 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ხოლო მათთვის, ვისაც მეტი სიმძლავრე სურს, ხელმისაწვდომია V8 და V10 ძრავების ვერსიებიც.

ვინაიდან ეს მასობრივი წარმოების მოდელი არ არის და თითოეული ავტომობილი ინდივიდუალურად იწყობა, მისი ფასიც შესაბამისია. საწყისი ღირებულება, დაახლოებით, 150 000 ევროდან იწყება, რაც სოლიდური თანხაა, თუმცა ენთუზიასტებისთვის, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში სურდათ E46 M3-ის უნივერსალი, ეს ფასი, ალბათ, სავსებით მისაღებია.

კომპანია ავტომობილების წარმოებას როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა საჭით გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა ამ ბავარიული ოცნების ასრულებას ხელს ვერ შეუშლის.

მსგავსი სიახლეები