ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ 3, ფორდი, ფორდ მუსტანგი, ტუნინგი
Aa
Aa

ფორდი საფლავში ტრიალებს: მამაკაცმა ლეგენდარული Mustang-ი Tesla-დ გადააკეთა

კლასიკური ავტომობილების მოყვარულებს შორის ელექტრომოდები (Electromods) სულ უფრო პოპულარული ხდება, თუმცა ის, რაც იარო შჩერბანიუკმა, კომპანია Calimotive-ის დამფუძნებელმა გააკეთა, ნამდვილად ყველა სტანდარტს სცილდება. მან 1966 წლის ლეგენდარული Ford Mustang-ი არა მხოლოდ ელექტრომობილად აქცია, არამედ Tesla-ს ავტოპილოტითა და თვითმართვის (FSD) სისტემითაც აღჭურვა.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

ავტომობილის კაპოტის ქვეშ თითქმის ყველაფერი Tesla Model 3-დან არის გადმოტანილი. თუმცა, იარო აქ არ გაჩერებულა — ინტერიერში მან Cybertruck-ის საჭე და მაჩვენებელთა პანელის დიდი ნაწილი დაამონტაჟა. Mustang-ის კლასიკურ ძარაზე დამონტაჟებულია კამერები, რომლებიც სისტემას გარემოს აღქმაში ეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ 60-იანი წლების ეს სიმბოლო დღეს გზებზე დამოუკიდებლად, მძღოლის ჩარევის გარეშე გადაადგილდება.


View this post on Instagram

A post shared by Calimotive (@calimotivee)

ამ საავტომობილო მკრეხელობის ჩასადენად შჩერბანიუკმა მხოლოდ 40 000 დოლარი დახარჯა. კლასიკური ავტომობილების სრული რესტავრაციისა და ელექტრიფიკაციის ფასების გათვალისწინებით, ეს თანხა წარმოუდგენლად დაბალია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იარო ამ საქმის პროფესიონალია და კომპონენტების უმეტესობა მეორადი, გადამუშავებული Tesla-ებიდან მოიპოვა, რაც ხარჯებს მკვეთრად ამცირებს.

ავტოენთუზიასტების ნაწილი ამას ალბათ ავტომობილის მკვლელობას უწოდებს. მათთვის Mustang-ი V8 ძრავის ღრიალის გარეშე წარმოუდგენელია, მით უმეტეს, თუ მას Cybertruck-ის საჭე და ავტოპილოტი აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, Calimotive-ის მიზანი სწორედ ისაა, რომ ძველი, ხშირად გამოუსადეგარი კლასიკა ყოველდღიურ, ეკოლოგიურ და თანამედროვე ტრანსპორტად აქციოს.

ბოლოს კი, წარმოიდგინეთ ჰენრი ფორდ II-ის სახე, ვინმე რომ დაბრუნებულიყო წარსულში და ეთქვა, რომ მისი ყველაზე საკულტო ქმნილება ერთ დღეს ელექტროენერგიაზე იმუშავებდა და თავისით ივლიდა... 

მსგავსი სიახლეები