რბოლა, დრაგი, ტესლა, შევროლეტი, ტესლა საიბერთრაქი, შევროლე, შერვროლე შეველ მალიბუ
Aa
Aa

უცნაური შერკინება — 1970 Chevy Chevelle Malibu vs Tesla Cybertruck | ვიდეო

დრაგი ხშირად ციფრებისა და წამების ბრძოლაა, თუმცა მთავარი მაინც ფინიშის ხაზის პირველად გადაკვეთაა და არა მათემატიკური კალკულაციები. სწორედ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1970 წლის Chevy Chevelle Malibu-სა და თანამედროვე Tesla Cybertruck-ის დაპირისპირებისას.

ტრასის მარცხენა ზოლში 1970 წლის Chevelle Malibu დგას — ავტომობილი, რომელიც ქარხნული კომპლექტაციის ნამდვილად არ არის. განიერი უკანა საბურავები და აგრესიული დგომა მიანიშნებს, რომ კაპოტის ქვეშ სერიოზული სიმძლავრე იმალება. მის გვერდით კი პოზიციას Tesla-ს ფლაგმანი, სამძრავიანი Cyberbeast-ი (845 ცხ.ძ.) იკავებს.

ჩვეულებრივ, ელექტრომობილები სტარტიდანვე წყდებიან ადგილს, თუმცა ამჯერად მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მწვანე სიგნალის ანთებისთანავე, Chevelle-ის მძღოლმა იდეალური რეაქცია აჩვენა და Tesla-ს მომენტალურად გაასწრო. რბოლის პირველ ნახევარში კლასიკური მასლქარი დამაჯერებლად ლიდერობდა, რაც იშვიათი სანახაობაა თანამედროვე ელექტრომობილებთან ბრძოლაში.

დისტანციის მეორე ნახევარში Cybertruck-მა მთელი თავისი პოტენციალი გამოიყენა და Chevy-ს კატასტროფული სისწრაფით დაეწია. ფინიშის ხაზი ავტომობილებმა თითქმის ერთდროულად გადაკვეთეს, თუმცა Chevelle-მა ელექტრო პიკაპს მაინც ოდნავ აჯობა.

საინტერესოა ციფრები: Tesla Cybertruck — 11.39 წამი (191 კმ/სთ); Chevy Chevelle — 11.69  წამი (185 კმ/სთ). მიუხედავად იმისა, რომ Tesla-მ დისტანცია უფრო სწრაფად დაფარა, რეალურ რბოლაში გამარჯვება Chevelle-ს დარჩა, რადგან მან ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა მძღოლის უკეთესი რეაქციის ხარჯზე. ეს ის იშვიათი მომენტია, როცა V8-ის ფანებმა ელექტრომობილზე გამარჯვება იზეიმეს.

როგორც ჩანს, მთავარი მაინც მძღოლის ოსტატობაა და არა ავტომობილი...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები