ასტონ მარტინი, მაზდა, მაზდა მიატა, ტუნინგი
Aa
Aa

ტუნერების სიგიჟე | Mazda MX-5, რომელიც მიატაზე მეტად Aston Martin-ს ჰგავს

დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ ტუნერებს თავში მოსული ყველა აზრის რეალობად ქცევის უნარი შესწევთ — ე სწორედ ასეთი შემთხვევაა — ვაშინგტონურმა ატელიემ, Simpson Design-მა, გადაწყვიტა ეპოვა პასუხი კითხვაზე: როგორი იქნებოდა Mazda MX-5, მასზე Aston Martin-ის დიზაინერებს რომ ემუშავათ? შედეგად მივიღეთ ავტომობილი, რომელიც 2007 წლის Mazda-ს ბაზაზეა აგებული, თუმცა მისი გარეგნობა სრულიად განსხვავებულ ისტორიას ჰყვება.

ასევე იხილეთ:  ვინ, როგორ და რატომ შექმნა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ძრავა? 

ავტომობილის კორპუსი თითქმის სრულად შეიცვალა — შენარჩუნდა მხოლოდ კარების საფარი. დანარჩენი დეტალები კი კლასიკური GT-ის სტილშია გადაწყვეტილი: გრძელი კაპოტი ჰაერის შემშვებით, ფართო ცხაურა და მაშუქები გამჭვირვალე დამცავებით.

Aston Martin-ის ემბლემები და Lancia Flavia-სგან ნასესხები კარების სახელურები იაპონურ როდსტერს ისეთ იერს აძლევს, თითქოს ის ტოსკანის ვენახებში სასეირნოდ იყოს შექმნილი. ვიზუალს სრულყოფს ღია მწვანე ფერის საღებავი და ნამდვილი 16-დუიმიანი დისკები.


ინტერიერში Mazda-ს კვალის პოვნა კიდევ უფრო რთულია. ღია ფერის ვინილის სავარძლები, ხის დეტალებით გაფორმებული ცენტრალური პანელი და Nardi-ს ხის საჭე Aston Martin-ის ლოგოთი, ინტერიერს სრულად ცვლის. თუმცა, კომფორტისთვის ქარხნული კონდიციონერი და აუდიოსისტემა შენარჩუნებულია, რაც ავტომობილს ყოველდღიური გამოყენებისთვისაც მოსახერხებელს ხდის.

მიუხედავად ვიზუალური ცვლილებებისა, მიატას გული უცვლელი დარჩა — კაპოტის ქვეშ 2.0-ლიტრიანი MZR იმალება, რომელიც 166 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრე უკანა თვლებს ექვსსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით გადაეცემა.

ამ ეტაპზე Bring a Trailer-ის აუქციონზე მანქანის ფასმა უკვე 23 500 დოლარს მიაღწია. NC თაობის Miata-სთვის ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა, თუმცა აქ ხომ არა უბრალო Mazda, არამედ უნიკალური დიზაინერული ნამუშევარი იყიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები