ლეგენდარული მოტოციკლი Bonhams-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა
მოტოციკლი, რომელიც აუქციონზე რეკორდულ 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა, უბრალოდ მოტოციკლი არ არის — ეს არის იტალიური საინჟინრო ხელოვნების მწვერვალი, 1965 წლის MV Augusta 500cc-ია — ექსპონატი იმ ეპოქიდან, როდესაც MV Agusta-სთვის მოტორბოლები კერძო საგამოფენო დარბაზი იყო და იქ მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებს წარადგენდა. მოტოციკლის წითელ-ვერცხლისფერი კორპუსი და ყვითელი სანომრე ნიშანი დღესაც იმ საფრთხისა და ადრენალინის სიმბოლოა, რომელიც 60-იანი წლების ტრასებზე სუფევდა.
ასევე იხილეთ: მსოფლიოში ყველაზე სისხლიანი და საშიში რბოლა - Isle Of Man TT
ამ კონკრეტული ეგზემპლარის ფასი მის ისტორიაშია დამალული. მოტოციკლი მოტო-სპორტის ნამდვილ სამეფო ოჯახს უკავშირდება: მაიკ ჰეილვუდი, ჯაკომო აგოსტინი, ჯონ სერტისი და ბარი შინი — ეს იმ ადამიანების ჩამონათვალია, რომელთა ხელშიც ამ ოთხცილინდრიანმა მონსტრმა გაიარა. 1965 წელი MV Agusta-სთვის გარდამტეხი იყო: ჰეილვუდმა სწორედ ამ წელს მოიპოვა თავისი ზედიზედ მეოთხე ტიტული, ხოლო აგოსტინიმ თავისი ლეგენდარული ეპოქის ათვლა დაიწყო.

მოტოციკლის გადარჩენაში გადამწყვეტი როლი ჯონ სერტისმა ითამაშა — ერთადერთმა ადამიანმა ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ორ, ისე ოთხ ბორბალზე გახდა. მან ეს მოტო თავად ქარხნისგან გამოისყიდა და წლების განმავლობაში სათუთად ინახავდა. სერტისის თქმით, ეს ერთადერთი სრულად ორიგინალური ექსპერიმენტული ნიმუშია, რომელიც ქარხანამ სამცილინდრიან მოდელებზე გადასვლის შემდეგ შემოინახა. მიუხედავად იმისა, რომ ძრავა და შასი სრულად აღდგენილია, დეტალების უმრავლესობა, მათ შორის დისკები და ძირითადი აგრეგატები, კვლავ ორიგინალია.
1.3 მილიონი დოლარი ამ შემთხვევაში მხოლოდ მოტოციკლში გადახდილი თანხა არ არის — ეს არის ინვესტიცია ისტორიაში, რომელიც დადასტურებულია Agusta-ს მუზეუმის მიერ. ახალ მფლობელს წინ სერიოზული სარესტავრაციო სამუშაოები ელის, რათა ეს მშვენიერება კვლავ ამუშავდეს, თუმცა ასეთი მასშტაბის კოლექციონერისთვის ეს მხოლოდ სასიამოვნო გამოწვევაა. ეს მოტოციკლი რჩება ხიდად დღევანდელობასა და იმ ეპოქას შორის, როდესაც MV Agusta-ს ოთხცილინდრიანმა ძრავამ ესტაფეტა გადასცა სამცილინდრიან მოდელს, რომელმაც აგოსტინი ლეგენდად აქცია.
როგორ ფიქრობთ, ადეკვატური ფასია 1.3 მილიონი ასეთ ნიმუშში?
View this post on Instagram