ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, ტარიფები
Aa
Aa

აშშ ევროპულ მანქანებს კვლავ მაღალი ტარიფებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი ევროპიდან ქვეყანაში შესულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე დაწესებული 25%-იანი ტარიფების ზრდით იმუქრება. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან ევროპის კავშირი „სავაჭრო შეთანხმების“ შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და ამით ბრიუსელთან ისედაც რთული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბულ ფაზაში გადაიყვანა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ... მომავალ კვირას ევროპის კავშირისთვის დაკისრებულ ტარიფებს მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე კიდევ უფრო გავზრდით“, — განაცხადა მან სოციალურ ქსელში.

ფაქტია, მეორე ვადის ფარგლებში საავტომობილო სექტორი აშშ-ის პირველი პირის ერთ-ერთი „საყვარელი“ სამიზნეა. ის ხშირად იმუქრება სავაჭრო ტარიფების გაზრდით, მათ შორის, ყველა ქვეყნისთვის უნივერსალური, 10%-იანი იმპორტის გადასახადიც დააწესა. თუმცა რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ეს ტარიფები უკანონოდ სცნო.

ევროპის კავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება გასული წლის ივლისში გაფორმდა, თუმცა მოლაპარაკებები მოგვიანებით შეჩერდა. კითხვაზე, თუ რა იგულისხმება ევროპის მხრიდან შეთანხმების შეუსრულებლობაში, აშშ-ის პირველ პირს კონკრეტული არაფერი უთქვამს.

ტარიფების გაზრდის გამოცხადებისას აშშ-ის პირველმა პირმა ევროპელ ავტომწარმოებლებს წარმოების ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოტანისკენაც მოუწოდა. „სრულად გასაგები და შეთანხმებულია, რომ თუ ისინი აშშ-ის ქარხნებში გადმოიტანენ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების წარმოებას, მათზე ტარიფები არ იმოქმედებს“, — თქვა მან.

პირველი პირის განცხადებით, მილიარდობით დოლარი იხარჯება ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების საწარმოო ქარხნების განვითარებასა და გაფართოებაში. მან ინვესტიციებს ისტორიულად რეკორდულიც უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ში „მსგავსი რამ არასდროს მომხდარა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები