G-Power-მა BMW M5-ისგან Bugatti Veyron-ის სიმძლავრის მონსტრი შექმნა
მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობთ არსებული თაობის M5-ზე, BMW-ს ალბათ ის ფაქტი მაინც უნდა დავუფასოთ, რომ „ზომების შემცირების“ მასშტაბურ ტენდენციას არ აჰყვა და V8 ძრავზე უარი არ თქვა. გერმანული ავტომობილი სტანდარტულად 717 ცხენის ძალასა და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, ახლა კი G-Power-ის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც მოდელი და, რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
G-Power-ის უახლესი ქმნილება, რომელიც G5M Bi-Turbo-ს სახელითაა ცნობილი, ახალი მაყუჩის მიმღები მილებით, 200-უჯრედიანი სპორტული კატალიზატორებითა და სრულიად ახალი გამონაბოლქვის სისტემითაა აღჭურვილი. განახლებულია ძრავის ინტერკულერები (შუალედური გამაგრილებელი) და დამონტაჟდა კარბონის შემშვები სისტემაც.

ცნობილი ტიუნერის მიერ განხორციელებულ განახლებების სერიაში შედის სუპერსედანის პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლაც, რის შედეგადაც ავტომობილი ახლა 986 ცხენის ძალას გამოიმუშავებს - ეს კი მხოლოდ 1 ცხენის ძალით ნაკლებია ორიგინალ Bugatti Veyron-ზე (2005–2011), ხოლო მაბრუნი მომენტი 1 200 ნიუტონ მეტრს აღწევს. კარგი ამბავია ისიც, რომ ამ განახლებებით სარგებლობა ახლა ბევრად უფრო მარტივია. მაგალითად, მხოლოდ მარტივი პროგრამული რეგულირებით V8 ძრავას შეუძლია 838 ცხენის ძალა გამოიმუშაოს, სპორტული მაყუჩით - 888 ცხენის ძალა, ხოლო მაღალი ნაკადის მაყუჩის მიმღები მილების დაყენებით - 937 ცხენის ძალა.
View this post on Instagram
სამწუხაროდ, არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რამდენად სწრაფია M5 ტიუნინგ-განახლებით, თუმცა გარკვეული დაშვებების გაკეთება შეგვიძლია. მაგალითად, საბაზისო მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-ს 3.5 წამში აღწევს, 986 ცხენის ძალის პაკეტით კი G5M Bi-Turbo ყველა ვარიანტში გაცილებით უფრო სწრაფი უნდა იყოს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ G-Power კიდევ უფრო მასშტაბურ ცვლილებებზე მუშაობს, რაც, სავარაუდოდ, ახალ ტურბოჩამბერებსაც მოიცავს და სიმძლავრეს კიდევ უფრო გაზრდის.
ასევე დაგაინტერესებთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
გაუმჯობესებების შეძენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე პაკეტში, რომელიც დაახლოებით $36 500 ღირს. თუმცა ამ უკანასკნელში შედის Eventuri-ს კარბონის შემშვები სისტემა ($3 350) და Eventuri-ს კარბონის ტურბო აირის შემშვები.