რესტავრაცია, ბუგატი, ბუგატი შირონი
Aa
Aa

იუთუბერმა განადგურებული Bugatti Chiron-ი ხელნაკეთი ნაწილებით აღადგინა და გაატარა

Bugatti Chiron-ის აღდგენის პროცესი იაფი სიამოვნება უბრალოდ ვერასდროს იქნება — ჰიპერქარის ყველაზე უმნიშვნელო დეტალების ფასიც კი ოთხნიშნაა, შესაბამისად, მთელი პროცესი ნამდვილი საინჟინრო ოდისეაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ავტომობილი შუაზე გაიყო, შემდეგ კი Aston Martin-ისა და Audi-ს დეტალებით კუსტარულად ააწყვეს (ვინაიდან Bugatti-სგან ოფიციალურ ნაწილებზე უარი მიიღეს), პროექტი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ასევე იხილეთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

ვინაიდან Bugatti-მ ნაწილების მიყიდვაზე უარი თქვა, ხელოსან ბობს რადიატორის ხელით დამზადება მოუწია. ორიგინალი ავზებისა და ახალი გულარის გამოყენებით აწყობილი დეტალი სულ რაღაც 0.4 დუიმით განიერი აღმოჩნდა, თუმცა ეს Chiron-ის მჭიდროდ შეფუთულ „ცხვირში“ მაინც კატასტროფას ნიშნავს. ბობმა სამაგრები გადააკეთა და ყველაფერი თავიდან შეადუღა, თუმცა სისტემის შევსებისას (რომელმაც 10.3 გალონი ანუ თითქმის 40 ლიტრი სითხე გადაყლაპა) შედუღების ადგილებიდან გაჟონვა დაიწყო. პროცესი რამდენჯერმე განმეორდა, სანამ საბოლოოდ სისტემამ წნევას არ გაუძლო.

წინა დამცავი ძელი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მისი ფორმის აღდგენა თითქმის შეუძლებელი ჩანდა. ეს ნაწილი გადამწყვეტია, რადგან მასზე ბამპერი, ცნობილი ნალისებრი ცხაურა, კაპოტის საკეტი და უამრავი სენსორი მაგრდება. რესტავრატორმა ალუმინის ჭრაზე, ფორმირებასა და ღუნვაზე 60 საათზე მეტი დახარჯა, რათა შეექმნა დეტალი, რომელიც ქარხნულს არაფრით ჩამოუვარდება. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელნაკეთი ნაწილი შასის იდეალურად მოერგო.


როდესაც ტემპერატურა 87 გრადუსამდე დასტაბილურდა, პირველი გასვლის მომენტიც დადგა. მიუხედავად იმისა, რომ პანელი ნაირფერი გამაფრთხილებელი ნიშნებით იყო აჭრელებული (აირბაგებიდან დაწყებული, სტაბილიზაციის კონტროლით დასრულებული), ავტომობილმა გავლა შეძლო.

წარმოიდგინეთ სურათი: Chiron-ი საქარე მინის გარეშე, დაუმთავრებელი კორპუსით, რომელიც ისე აჩქარდა, რომ ტესტერმა სისხლის ფეხებიდან გადინება იგრძნო. სწორედ ეს არის Quad-Turbo W16 ძრავის ძალა, მაშინაც კი, როცა ის კუსტარულად აწყობილ მანქანაში დგას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები