ელექტრომობილები, ბიემვი, ტესლა მოდელ უაი, ბეემვე, ბიემვი აიიქს3
Aa
Aa

BMW iX3 შიგაწვისძრავიან X3 M50-ზე იაფია და ერთი დამუხტვით Tesla Model Y-ზე შორსაც მიდის

BMW-ს Neue Klasse ელექტრიფიკაციის ტალღა აშშ-საც მისწვდა და გერმანული ბრენდისთვის ამ ბაზარზეც ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობს — ახალი ელექტრო SUV-ი, iX3 იმაზე მეტს გვთავაზობს, ვიდრე ვინმე ელოდა. 700 კილომეტრი დისტანცია ერთი დამუხტვით — ეს ციფრი არა მხოლოდ Tesla-ს, არამედ ბევრ ბენზინზე მომუშავე ავტომობილსაც კი უკან იტოვებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ელექტრომობილი თავის ბენზინის ანალოგზე უფრო იაფიც კია.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

iX3-ის მაქსიმალური დისტანცია 20-დუიმიანი საზაფხულო საბურავებით მიიღწევა. საინტერესოა, რომ 21-დისკებითა დისკებითა და ყველა სეზონის საბურავებით ელექტრომობილი ერთ დამუხტვაზე 399 მილს გადის (642კმ), რაც Tesla Model Y-ის ნებისმიერ ვერსიას (მაქსიმუმ 327 მილი) საგრძნობლად აღემატება. ძალიან შთამბეჭდავია დამუხტვის სიჩქარეც: 400 კვტ სიმძლავრის დამმუხტველზე სულ რაღაც 10 წუთში iX3 300 კილომეტრის გასავლელად საკმარის ენერგიას მიიღებს.


როგორც აღინიშნა, BMW-მ აგრესიული საფასო პოლიტიკაც აირჩია. iX3 50 xDrive-ის საწყისი ფასი 62 850 დოლარია. ეს მაშინ, როცა ბენზინზე მომუშავე X3 M50 xDrive 67 850 დოლარი ღირს. განსხვავება არც ისე დიდია სიმძლავრეშიც — iX3 463 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, X3 M50 კი — 393-ს. მართალია, 100 კმ/სთ-მდე შიგაწვისძრავიანი ვერსია 0.3 წმ-ით უფრო მალე ჩქარდება (4.4 წამი), თუმცა ელექტრომობილის მომენტალური აჩქარება ქალაქის პირობებში მას მაინც უფრო დინამიკურს ხდის.  

სტანდარტულ კომპლექტაციაში BMW-ს ახალი Panoramic Vision დისპლეიც შედის, რომელიც მთელ წინა პანელზეა გადაჭიმული., თუ ელექტრომობილისგან მეტი აგრესია გსურთ, ხელმისაწვდომია M Sport პაკეტიც, რომელიც მანქანას სპორტულ ვიზუალს, M-დისკებსა და საჭეს ჰმატებს. ხოლო Professional კომპლექტაცია მანათობელ Iconic Glow ცხაურასა და ლურჯ/წითელ M-მუხრუჭებსაც მოიცავს.

მოგვიანებით უფრო ბიუჯეტურ, უკანამძრავიან ვერსიასაც ველით, რომელიც სავარაუდოდ 540-550 კმ-ს გაივლის და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები