ელექტრომობილი, დოჯი, მერსედეს აიემჯი, დოჯი ჩარჯერ დაიტონა, მერსედეს აიემჯი ჯითი
Aa
Aa

AMG-ის ელექტრო GT თავის V8 ძრავის ჟღერადობას Charger Daytona-ზე უკეთ „აყალბებს“

Mercedes-AMG-მ მომავალი თაობის 4-კარიანი მოდელის ინტერიერი უკვე წარმოგვიდგინა, თუმცა ამ კვირაში თავის ახალ ელექტრომობილზე, კერძოდ კი მისი მართვის გამოცდილებაზე, ძალიან რეალური წარმოდგენებიც შეგვიქმნა. ცოტა ხნის წინ YouTube-ზე ახალი ელექტრომობილის ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც ძალიან კარგად ისმის V8 ძრავის ის იმიტირებული ხმა, რომელიც ამ მოდელს „ყალბი“ გადაცემათა კოლოფისა და სიჩქარეების გადართვის იმიტაციის ჩათვლით ახლავს.

მოდელის საჯარო ჩვენება Mercedes-ის ტრადიციულ სარეკლამო ვიდეოში შედგა. მსგავსი ტიპის სარეკლამო რგოლს გერმანული ავტომწარმოებელი თითქმის ყველა ახალი მოდელის გაშვების წინ გვთავაზობს. ვიდეოში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ოლა კალენიუსი, შენიღბული პროტოტიპით გადაადგილდება, თანაწამყვანებთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავს და თან ავტომობილს ტესტავს.

თუმცა ამ მარკეტინგული გადაწყვეტის უკან, როგორც წესი, ყოველთვის რაღაც საინტერესო იმალება ხოლმე და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ვიდეოში ჩვენ სინთეზირებული V8 ჟღერადობა გვესმის, რომელსაც ავტომობილი Mercedes-AMG F1-ის განვითარების მიმართულების პილოტის, დორიან პინის მართვის დროს გამოსცემს. პინს მოდელი Sport+ რეჟიმში გადაჰყავს და სწრაფადვე აჩქარებს. შემდეგ კი გვესმის ხმა, რომელიც, ბევრის აზრით, Dodge Charger Daytona-ზე უკეთესია.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ვიდეოდან რთულია იმის დადგენა, რამდენად რეალისტურია ძრავის ჟღერადობა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს ხმა ავტომობილის მართვისას გვესმის. თუმცა გარედან ის ნამდვილად შთამბეჭდავია. ხოლო თუ თქვენ მხოლოდ მთავარი მომენტის ნახვა გსურთ და არა სრულად ვიდეოსი, მაშინ გირჩევთ, პირდაპირ 4:30 წუთზე გადახვიდეთ.

ცნობისთვის, ეს ახალი GT გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე ერთი სტანდარტული ელექტრომობილი. ავტომწარმოებელმა ის Yasa-ს წარმოების ულტრამსუბუქი ღერძული ნაკადის ელექტროძრავებით აღჭურვა. ცნობისთვის, Yasa ის კომპანიაა, რომელიც Mercedes-AMG Petronas F1-ის გუნდს ელექტროტექნიკით ამარაგებს და Mercedes-მა ჯერ კიდევ 2021 წელს შეიძინა.

რაც შეეხება ავტომობილის სხვა მახასიათებლებს: ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს GT-ის სამძრავიანი სისტემა. თუმცა, შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისმა წინამორბედმა კონცეფტმა — GT XX-მა — 1 341 ცხენის ძალა შემოგვთავაზა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Xiaomi-ს SU7 Ultra უკვე 1 526 ცხენის ძალას აღწევს, ამ ზაფხულისთვის დაგეგმილი დებიუტისას AMG-ის, შესაძლოა, უფრო მეტი ცხენის ძალის მობილიზება დასჭირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები