ელექტრომობილი, ავტოპილოტი, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა, ევროპა
Aa
Aa

Tesla-ს სრულად თვითმართვადი სისტემა ლიეტუვაში გაეშვა | რა ხდება ევროპის სხვა ქვეყნებში?

ნიდერლანდებში ნებართვის მიღების შემდეგ, ლიეტუვა ევროპის რიგით მეორე ქვეყანა გახდა, სადაც Tesla-ს მძღოლის დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფა — Full Self-Driving (FSD) — უკვე ხელმისაწვდომია. ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა ნიდერლანდებისგან თანხმობა გასულ თვეში მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

სწორედ ასე მოიქცა ლიეტუვა. ლიეტუვის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ნიდერლანდების სერტიფიცირება აღიარა და FSD-ის დანერგვაზეც ნებართვა გასცა.

თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ პირველი, ვინც ნიდერლანდების ნაბიჯს გაიმეორებდა, ბელგია იქნებოდა. ბელგიაში, კერძოდ ფლანდრიის რეგიონში, ავტორიზაციის პროცესი დაწყებულია, Tesla-ს ავტომობილი კი, რომელიც სისტემას ტესტავს, გზებზე უკვე გამოჩნდა.

პარალელურად, ნიდერლანდების მსგავსი ნებართვის გასაცემად კანონპროექტს ამზადებს საბერძნეთიც, რაც აღნიშნული ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრომ უკვე დაადასტურა.

ცნობისთვის, ნიდერლანდების მარეგულირებელი ორგანოს მიერ ოფიციალური ნებართვის გაცემამდე, Tesla-ს სრულად თვითმართვადი სისტემა თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში სატესტო რეჟიმსა და მუდმივი დაკვირვების პროცესში იყო. მხოლოდ ამის შემდგომ დაუშვეს ის უკვე საზოგადოებრივ გზებზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები