ასტონ მარტინი, ასტონ მარტინი ვანქვიში, პირს ბროსნანი
Aa
Aa

პირს ბროსნანმა „ჯეიმს ბონდისთვის“ Aston Martin-ი მიიღო, თუმცა მისგან მხოლოდ ფირფიტებიღა დარჩა

რთულია იმის მტკიცება, რომ „მოკვდი სხვა დროს“ (Die Another Day) ჯეიმს ბონდის საუკეთესო ფილმია, თუმცა ფაქტია, რომ ფრენშიზისთვის მან ერთი უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა: 007-სა და Aston Martin-ის გაერთიანება. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, პირს ბროსნანი კი იმდენად მოხიბლული იყო თავისი პერსონაჟის ახალი ავტომობილით, რომ ერთი ეგზემპლარი თავადაც შეუკვეთა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ Aston Martin-ს დიდხანს სიცოცხლე არ ეწერა.

ასევე დაგაინტერესებთ: 10 ძვირად ღირებული მანქანა, რომლებიც ფილმებში გაანადგურეს

HaphazardStuff-ის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბროსნანი იხსენებს, რომ გადაღებებისას ის დაინტერესდა, შეეძლო თუ არა თავადაც ჰყოლოდა ასეთი Vanquish-ი. კომპანიამაც მსახიობს უარი არ უთხრა და ჯავშანიც გაუკეთა. ბროსნანი შემდგომ ქარხანასაც ეწვია, რათა თავისი თვალით ენახა, თუ როგორ იწყობოდა მისი ახალი სუპერქარი. ფილმის გადაღების დასრულებიდან ზუსტად სამ თვეში კი ავტომობილი უკვე მის ავტოფარეხში იდგა.

მაგრამ ყველაფერი 2015 წლის 11 თებერვალს დასრულდა — კალიფორნიაში მდებარე სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც Vanquish-იც შეეწირა. ამ საკულტო მოდელიდან კი მსახიობს მხოლოდ ორი ფირფიტა დარჩა წარწერით: „ხელით აწყობილია ინგლისში პირს ბროსნანისთვის“. მართლაც რომ დასანანი დასასრულია ასეთი ავტომობილისთვის.

ჯეიმს ბონდის ფილმში გამოყენებული ქარხნული Vanquish-ი კი ნამდვილად იყო კულმინაცია იმ აღორძინებისა, რომელიც Aston-მა 1990-იან წლებში Ford-ის მფლობელობის ქვეშ განიცადა. DB7-ის დიზაინის ენის კიდევ უფრო დახვეწილი ვერსია, ავტომწარმოებლის საფირმო 5.9-ლიტრიანი V12 ძრავით.

ამ მოდელის საწყისი ვერსიები 460 ცხენის ძალასა და 542 ნიუტონ-მეტრ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებდა. Aston-ის ცნობით, Vanquish-ს 0-დან 100-მდე აჩქარებისთვის 5 წამი სჭირდებოდა, მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ს აღწევდა. მოგვიანებით, 2005 წელს, Vanquish S მივიღეთ, რომელშიც ავტომწარმოებელმა გამომუშავება უკვე 520 ცხენის ძალამდე გაზარდა. მართალია, ექვსსიჩქარიანმა მექანიკურმა გადაცემათა კოლოფმა, ელექტრონულად მოქმედი გადაბმულობით, სიტუაცია ცოტა გააფუჭა, თუმცა Vanquish-ი მაინც ახალი თაობის საოცნებო მანქანად დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები