პროექტი, აუდი, რეაქტიული ძრავა, აუდი ა4
Aa
Aa

Audi A4, რომელშიც თვითმფრინავის ტურბინა ჩადგეს | VR6 Audi-ს უჩვეულო ექსპერიმენტი

თუკი ოდესმე არსებობდა პროექტი, რომელიც იდეალურად განასახიერებდა ფრაზას — „იმიტომ, რომ ეს სარბოლო მანქანაა“ — ეს სწორედ კელბი კრანის რეაქტიული ძრავით აღჭურვილი VR6 Audi-ია. B5 თაობის Audi A4 თავისი ქარხნული ფესვებისგან ძალიან შორსაა — ეს ავტომობილი, ძრავის განყოფილებაში მთელი სიზუსტის დაცვით მოთავსებული VR6-ის წყალობით მუშაობს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია იმ პროექტის, რომლის შედეგებიც ბევრ გერმანელ ინჟინერსაც გააოცნებს. 

თუმცა კრანისთვის საკმარისი არც ეს იყო, რის გამოც ავტომობილს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი დეტალი დაამატა. ეს არატრადიციული დეტალი თვითმფრინავის გაზის ტურბინის სისტემა გახლავთ, რომელიც ძრავში წნევის წარმოსაქმნელადაა შექმნილი. ერთადერთი პრობლემა ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ ავტომობილში მისი მოთავსება მუდმივად რაიმე სხვა ნაწილს აფუჭებს.

პირველ რიგში, ზუსტად უნდა განვმარტოთ, თუ როგორ მუშაობს ეს ყოველივე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტურბინა არ არის ჩვეულებრივი ტურბოკომპრესორი. სტანდარტული ტურბოები კომპრესორის დასატრიალებლად გამონაბოლქვ აირებს იყენებს, რომელიც ცილინდრებს შეკუმშულ ჰაერს აწვდის. ამას დაამატეთ საწვავი და დამატებით სიმძლავრესაც მიიღებთ. კრანის შემთხვევაში კი, ეს არის თვითმფრინავის ნამდვილი დამხმარე ძალოვანი აგრეგატი (APU).

სხა „რეაქტიული მანქანებისგან“ განსხვავებით, ეს ტურბინა უბრალოდ წნევას წარმოქმნის, რომელსაც კრანი შემდეგ თავადვე, პირდაპირ VR6 ძრავში უშვებს. მისივე განმარტებით, ეს, ერთი მხრივ, გიჟურ იდეად ჟღერდა და თან, ე.წ. „ტურბო დაყოვნების“ (turbo lag) აღმოფხვრის საშუალებასაც იძლეოდა. კრანის მიდგომით, ტურბინა გამონაბოლქვ აირებზე არ არის დამოკიდებული და წნევის შექმნა ნებისმიერ მომენტში შეუძლია — ძრავის ბრუნვის სიხშირის მიუხედავად.

ტექნიკურად, კრანს შეეძლო ყველაფერი გაცილებით მარტივად გაეკეთებინა და მანქანა ტურბინის ლილვის გამოყენებით ემართა, თუმცა თავის გადაწყვეტილებას შემდეგნაირად ხსნის: „მართალია, ტურბინა 145 კილოგრამს იწონის და მხოლოდ 60 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა ის აწვდის იმდენ ჰაერს, რაც 1500 ცხენის ძალისთვისაა საკმარისი“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ Audi-ს „ტურბო დაყოვნების“ პრობლემა საერთოდ არ აქვს, პირიქით: მაშინაც კი, როდესაც სარქველი ბოლომდე ღიაა, დროსელი ძალიან პატარაა და სისტემა მუდმივად ინარჩუნებს 12 psi წნევას. თუმცა მანამ, სანამ ტურბინა თავის საქმეს იდეალურად აკეთებს, Audi-ს დანარჩენ ნაწილებს დიდი დატვირთვით უწევთ მუშაობა. ეს კი ავტომობილში სხვადასხვა ნაწილის დაზიანების მიზეზადაც იქცა.

თუმცა ტურბინის დაყენების გარეშეც, ეს ავტომობილი საინჟინრო ხელოვნების ნიმუშია. B5 A4-ის პლატფორმაზე VR6 ძრავის მორგება თავისთავად უზარმაზარ შრომას, კონსტრუქციულ ცვლილებებსა და ინჟინერიას მოითხოვს. კრანისგან განსხვავებით კი, ბევრი ალბათ ძრავის წარმატებით ჩადგმისა და ამუშავების შემდეგ, პროექტს დასრულებულად გამოაცხადებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები