ფორდი, ფორდ მუსტანგი, ფორდ ბრონკო, მუსტანგი
Aa
Aa

Ford-ი სედანების „გაქრობას“ არ ნანობს, თუმცა Mustang-ის სახით „ერთი“ შეიძლება დააბრუნოს

წლების განმავლობაში მხოლოდ SUV-ებისა და პიკაპების წარმოების შემდეგ, ამერიკული კომპანია, როგორც ჩანს, ახალი სედანების გამოშვებასაც განიხილავს.

ათწლეულია ამერიკული წარმოების სედანი ფაქტობრივად აღარ შეგვხვედრია — ყოველ შემთხვევაში, ისე მასობრივად, რომ ყურადღება მიექცია. ფაქტია, ამერიკული წარმოების სედანების გადაშენებაში მნიშვნელოვანი წვლილი Ford-საც მიუძღვის და დიდად ამას არც ნანობს. ავტოგიგანტი წლებია სრულად დიდი ზომის SUV-ებისა და პიკაპების წარმოებაზეა გადასული, რაც ფინანსურად მათთვის არცთუ ისე ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

მაგრამ, როგორც ჩანს, Ford-მა ბაზარზე მოთხოვნას ხელახლა გადახედა და გადაწყვიტა, სედანების წარმოებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო. გავრცელებული ცნობით, პირველი სედანი, რომელსაც ამერიკული ავტომწარმოებელი გამოუშვებს, Mustang-ის ემბლემით იქნება.

გასული წლის ბოლოს Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ გამოთქვა სურვილი, კომპანიას უკანაწამყვანი სპორტული სედანი შეემუშავებინა. ეს მოდელი შესაძლოა Ford-ის უახლეს, Universal EV პლატფორმაზეც დაფუძნდეს. Ford-ის Blue და Model e განყოფილებების პრეზიდენტმა, ენდრიუ ფრიკმა კი ცოტა ხნის წინ პოტენციურ ახალ სედანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ავტომობილებზე ბაზარზე მოთხოვნა კვლავ არსებობს.

„მომხმარებელთა გარკვეული პროცენტი სედანებს კვლავ ყიდულობს. თუმცა ეს წილი ახლა გაცილებით დაბალია, ვიდრე წარსულში. კერძოდ, თუ ადრე სედანებზე მოთხოვნა ბაზრის 50%-ს შეადგენდა, ახლა 16-17%-ით განისაზღვრება. ჩვენი Mustang-ი მართლა შესანიშნავი მოდელია და მისი ოჯახის გაფართოებაზეც ვფიქრობთ. თუმცა ნებისმიერი ახალი მოდელი ჩვენს პორტფოლიოსა და უკვე არსებულ ხაზს იდეალურად უნდა მოერგოს“, — განაცხადა ფრიკმა.

მისივე თქმით, მთავარი პირობა პროექტის ეკონომიკური მხარე და ხელმისაწვდომობაა. გამომდინარე იქიდან, რომ Ford-ს უკვე ჰყავს ელექტრო Mustang Mach-E, ლეგენდარული სახელწოდების ქვეშ 4-კარიანი სედანის გამოშვება სრულიად რეალისტურად ჟღერს. ეს ავტომობილი შესაძლოა ელექტრო იყოს ან, ტრადიციულად, შიგაწვის ძრავით აღჭურვილი — მაგალითად, V8 ძრავითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფით, თუმცა ახლა რთულია იმის თქმა, თუ რა მითითებები მისცა ფრიკმა თავის გუნდს.

აქვე საინტერესოა, რომ იმის მიუხედავადაც, რომ Ford-ი ახალი პროექტისთვის მზადაა, ფრიკმა აღნიშნა, რომ კომპანია აშშ-ში ძველი სედანების (Fusion, Focus, Fiesta) წარმოების შეწყვეტას არ ნანობს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ კომპანიას საშუალება მისცა ისეთი მოდელები ეწარმოებინა, როგორებიცაა Bronco, Bronco Sport-ი და Maverick-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები