ილია თოფურიასთან გამარჯვების შემთხვევაში, ცარუკიანი გეიჯის RAM-ის პიკაპს აჩუქებს
14 ივნისს ვაშინგტონში, თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიება გაიმართება. მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს მსუბუქი წონის ქამრისთვის ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდებიან.
View this post on Instagram
ქართველი მებრძოლი დიდ ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა არმან ცარუკიანი ასე სულაც არ ფიქრობს — მეტიც, მან ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე მილიონდოლარიანი ფსონიც განათავსა და ამერიკელს წარმატების შემთხვევაში RAM-ის ახალთახალ პიკაპსაც შეჰპირდა.
მოდელი არმანს არ დაუკონკრეტებია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ წარმატების შემთხვევაში სომეხი მებრძოლი 5.7 მილიონ დოლარს მოიგებს, სავარაუდოდ, დიდი თანხის დახარჯვას არ მოერიდება... ყველაზე „უსაფრთხო“ არჩევანი მაინც, ალბათ, ამერიკელთათვის საყვარელი Ram 1500 იქნება, თუმცა იმედია, გეიჯი მომავალ კვირას ახალი პიკაპის გარეშე შეხვდება...