ყველაზე ეფექტური ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც ჰიბრიდული არ არის — Honda Civic-ის მორიგი წარმატება
როდესაც საუბარი მაქსიმალურად ეკონომიურ, ხელმისაწვდომ და საიმედო კომპაქტურ სედანებს ეხება, ბაზარზე პირველობისთვის ბრძოლა ტრადიციულად გიგანტებს — Toyota Corolla-სა და Hyundai Elantra-ს შორის მიმდინარეობს. თუმცა, 2026 წლის ოფიციალური მონაცემებით, არსებობს ერთი ავტომობილი, რომელიც სტანდარტული 4-ცილინდრიანი ძრავით ორივე მათგანს ამარცხებს. ეს Honda Civic-ია თავისი საბაზისო 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატით.
ასევე იხილეთ: Honda-ს სპორტული მოდელები საქართველოში
ეს ლეგენდარული ძრავი სათავეს ჯერ კიდევ 2001 წლიდან, Honda-ს საიმედოობის სიმბოლოდ ქცეული K-სერიიდან იღებს. ყოველგვარი ტურბინებისა თუ ეგზოტიკური ტექნოლოგიების გარეშე, Civic-ი ახერხებს საწვავის ეკონომიაში საუკეთესო შედეგების დაფიქსირებას, რაშიც მას ერთი საინჟინრო ხრიკი და სწორად დაკალიბრებული ვარიატორი (CVT) ეხმარება.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) 2026 წლის მონაცემებით, არაჰიბრიდული სედანების რეიტინგში ლიდერების პოზიციები ასე გამოიყურება:
- Honda Civic (2.0L): მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის რეჟიმში Corolla მას მცირედით უსწრებს, Civic-ი აბსოლუტური ლიდერია ტრასაზე (42 MPG / დაახლოებით 5.6 ლ/100 კმ) და კომბინირებულ მაჩვენებელში, რაც მას პირველ ადგილზე აყენებს;
- Toyota Corolla & Hyundai Elantra ლიდერს მინიმალური ჩამორჩენით მიჰყვებიან;
- Volkswagen Jetta & Kia K4: ჯეტა რეიტინგში პირველი ავტომობილია, რომელიც ტურბოძრავით აღწევს ამ შედეგს და პრაქტიკულად იდენტურ ციფრებს აჩვენებს, რასაც ახალი კია K4.
- Nissan Sentra, Honda Accord & Acura Integra — მყარად იკავებენ პოზიციებს 30+ კომბინირებული MPG-ის ფარგლებში.
ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ ატმოსფერული ძრავები კვლავ დომინირებენ აბსოლუტურ ეფექტურობაში. ამავდროულად, დიდი სედანის, Honda Accord-ის შედეგი (33 MPG) ამტკიცებს, რომ სხვაობა კომპაქტურ და საშუალო ზომის კლასებს შორის ეკონომიის თვალსაზრისით თითქმის წაიშალა.

ღირს თუ არა ჰიბრიდში ზედმეტის გადახდა?
ეს მთავარი კითხვაა ნებისმიერი რაციონალური მყიდველისთვის. მოდით, შევადაროთ ყველაზე იაფი ბენზინის Civic-ი ($24 695) და ყველაზე ხელმისაწვდომი Civic Sport Hybrid ($29 395) — პირველ რიგში, ჰიბრიდი 19%-ით ძვირია... მიუხედავად ამისა, ის დაახლოებით 31%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, რაც საშუალო წლიური საკმაო თანხის დაზოგვას ნიშნავს.
ჰიბრიდს სხვა პლუსებიც აქვს — ის გაძლევთ 33%-ით მეტ ცხენის ძალას (ჯამში 200 ცხ.ძ.), 74%-ით მეტ მაბრუნ მომენტსა და 0-100 კმ/სთ-მდე 2.5 წამით უფრო სწრაფად ჩქარდება. თუ თქვენთვის დინამიკა მნიშვნელოვანია, ჰიბრიდი ამად ღირს, მაგრამ თუ ბიუჯეტი მკაცრად შეზღუდულია, ჩვეულებრივი ბენზინის ვერსია ფინანსურად უფრო გამართლებულია.

რაც შეეხება ჰიბრიდების მეფეს, Toyota Prius-ს ($28 550), ის კვლავ ინარჩუნებს წარმოუდგენელ 57 MPG-ს და ახალი თაობის დიზაინით საოცრად მიმზიდველიც გახდა.