ტოიოტა, ტოიოტა ჯიარ იარისი, ტოიოტა ჯიარ კოროლა, სპორტქარი, ტოიოტა ჯიარი
Aa
Aa

Toyota „ჩუმად“ შუაძრავიან, სრულადამძრავ სპორტქარზე მუშაობს

იაპონური ავტომწარმოებელი ახალი MR2-ის წარდგენას გეგმავს, თუმცა ამ მოდელის სერიულ წარმოებაში ჩაშვებამდე კიდევ რამდენიმე წელი გვაშორებს.

მიმდინარე წლის დასაწყისში იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Toyota-მ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათი გუნდი შუაძრავიანი სპორტქარის შექმნის საკითხზე უკვე მუშაობს. მოსალოდნელია, რომ ახალი მოდელი MR2-ის სულიერი მემკვიდრე იქნება — ორადგილიანი Toyota-ს, რომელიც 1980-იანი წლებიდან 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე იწარმოებოდა. თუმცა, წინამორბედისგან განსხვავებით, იაპონელების ახალი მოდელი — როდესაც გამოვა — სრულად ამძრავი სისტემით იქნება წარმოდგენილი.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

გამოცემა Auto Express-თან საუბრისას Toyota GR-ის მთავარმა ინჟინერმა, ნაოჰიკო საიტომ, განაცხადა, რომ კომპანიის საწყისი ტესტირებებისას დამტკიცდა, რომ „შუაძრავიანი და სრულადამძრავი განლაგების კომბინაცია მაღალი წარმადობის, სპორტული მართვისთვის საუკეთესო გამოსავალია“.

ამ ფორმულის ნაწილს Toyota თავის უკანამძრავიან პროტოტიპში — Concept M-ში უკვე ტესტავს. ეს უკანასკნელი იაპონიის Super Taikyu-ს გამძლეობის რბოლებში მონაწილეობს. ჯერ კიდევ იანვარში, როდესაც იაპონურმა ავტომწარმოებელმა პროექტის დაწყება ოფიციალურად დაადასტურა, ბოლიდი განვითარების ოთხი საწყისი ეტაპიდან პირველ ფაზაში იყო.

იაპონური ავტომწარმოებლის ინფორმაციით, ავტომობილის სერიულ ვერსიას სულ მცირე ოთხი წელი მაინც დასჭირდება. ვიზუალურად კი, ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ ის FT-Se კონცეფციის მსგავსი დიზაინით გამოვა.

გაყიდვაში ჩაშვებისას შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იაპონური ავტომწარმოებელი მას G20E-ის ძრავით აღჭურავს — 2-ლიტრიანი, ტურბოჩარჯერიანი 4-ცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც, სავარაუდოდ, 400 ცხენის ძალას აღემატება. მოდელს, სავარაუდოდ, 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ექნება, რომელიც GR Corolla-სა და GR Yaris-ისთვისაა შექმნილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები