ხელოვნური ინტელექტი, ჯენერალ მოტორსი, კორვეტი, შევროლეტი კორვეტი, შევროლეტი კორვეტი სი8
Aa
Aa

ახალი C9 Corvette ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნება

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება GM-ს მომდევნო მოდელების დიზაინის შემუშავებისა და კვლევების დაჩქარების საშუალებას მისცემს.

ამჟამინდელი C8 Chevrolet Corvette ბაზარზე უკვე მეშვიდე წელია, რაც შემოთავაზებულია - ეს კი ნიშნავს, რომ მიჩიგანელი ინჟინრები ახალ მოდელზე სულ მცირე ბოლო რამდენიმე წელია მაინც მუშაობენ. თუმცა ამის მიუხედავადაც, მაშინ, როდესაც ლეგენდარული როდსტერის ახალი თაობა გამოვა, მასში ხელოვნური ინტელექტის კვალი უნდა ვეძიოთ.

ცოტა ხნის წინ NBC News-ი GM-ის მიჩიგანში მდებარე ტექნიკურ ცენტრს ესტუმრა, სადაც თავად კომპანიის აღმსრულებელ დირექტორს, მერი ბარას ესაუბრა. სწორედ აღნიშნული სიუჟეტის მსვლელობისას ეკრანზე დაბალი, შუაძრავიანი Corvette გამოჩნდა. ამ გამოჩენამ კი ავტომოყვარულებში საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა იმის შესახებ, რომ ეს შესაძლოა ახალი C9-ის პირველი ოფიციალური კადრებიც კი ყოფილიყო. თუმცა, რეალურად, მოდელი, რომელიც სიუჟეტში ჩანდა, CX კონცეფტი იყო, რომელიც Chevy-მ გასულ წელს Gran Turismo 7-ისთვის შეიმუშავა.

მაგრამ ამის მიუხედავადაც, Chevrolet-მა აღიარა, რომ ეს მანქანა Corvette-ის დიზაინის მომავალს განსაზღვრავს: დახვეწილი წინა პანელებით, მოკლე ცხვირითა და Koenigsegg-ის მსგავსი მომრგვალებული საქარე მინით. მაგრამ, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წელი მოგვიწევს ლოდინი მანამ, სანამ General Motors-ი C9 Corvette-ს დასრულებული სახით შემოგვთავაზებს.

როგორც ავტომწარმოებელმა ამ წლის აპრილში თქვა, ის ავტომობილების ნულიდან შექმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს არ გამოიყენებს. ამის სანაცვლოდ, დიზაინერებს კვლავინდებურად მოეთხოვებათ საწყისი ესკიზების ხელით დახატვა. მხოლოდ შემდგომ შეეძლებათ მათ AI-ის გამოყენებით თავიანთი ესკიზები დეტალურ რენდერებად და 3D-გამოსახულებებად აქციონ, რომლებიც მათ გზებზე, რეალურ პირობებში წარმოგვიდგენს.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ გვიყვარს ძველი მანქანები - გამძლე და საიმედო?

ასევე, GM-ის ინჟინრები სპეციალურ AI-პროგრამასაც იყენებენ, რომელიც საშუალებას აძლევთ ავტომობილების დიზაინი ციფრულ სამყაროშივე დახვეწონ. შედეგად კი მიიღებენ იდეალურ ესკიზს მანამდე, სანამ რეალური პროტოტიპის აწყობა დაიწყება.

მერი ბარას თქმით, სამუშაო პროცესში მსგავსი სტილით ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მხოლოდ და მხოლოდ ხელშემწყობი იქნება კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათ ყოველდღიურობას გაამარტივებს. შედეგად კი, კომპანია არსებული პერსონალით ბევრად მეტ და ეფექტიან საქმესაც გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები