ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ივნისს „პიანო ფესტის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
ღონისძიების გამო 27 ივნისის 23:00 საათიდან 29 ივნისის 04:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-ის ჩათვლით.
ავტომობილები ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე მოხვედრას სოლიკო ვირსალაძის ქუჩის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის, მშრალის ხიდისა და ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გავლით.