ბუგატი, წარმოების დასასრული, ბუგატი მისტრალი, ვი 16
Aa
Aa

ეპოქა დასრულდა — Bugatti-მ უკანასკნელი W16 ააწყო

საავტომობილო სამყაროში ისტორიული მომენტი დადგა — მოლსჰაიმის ატელიედან უკანასკნელი Bugatti W16 Mistral-ი გამოგორდა. ეს ნიშნავს, რომ Bugatti-ის ლეგენდარული, ოთხტურბინიანი 8-ლიტრიანი W16 ძრავის 20-წლიანი ეპოქა ოფიციალურად დასრულდა.

ასევე იხილეთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

მართალია, უმდიდრესი კლიენტებისთვის Bugatti-მ შარშან შექმნა სპეციალური პროგრამა Programme Solitaire, რომელიც Chiron-ის პლატფორმაზე და დარჩენილ W16 ძრავებზე ექსკლუზიური, ექსკლუზიური მოდელების (როგორებიცაა Brouillard და Veyron FKP Hommage) აწყობის საშუალებას იძლევა, მაგრამ სერიული, ჰომოლოგირებული კატალოგის მოდელების ხაზით — Mistral-ი ნამდვილად ბოლო თავია. კოლექციონერებისთვის კი სწორედ ამ ოფიციალურ წერტილს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

W16 Mistral-ის პრეზენტაცია 2022 წლის აგვისტოში შედგა და მისი წარმოება მკაცრად, სულ რაღაც 99 ერთეულით განისაზღვრა. საიუბილეო, 99-ე ჰიპერქარი ორფერიანი შეფერილობით გამოირჩევა, სადაც ერთმანეთს ერწყმის მარგალიტისფერი და მოციმციმე ტონები. სალონი კი გაფორმებულია მაგნოლიისფერი და ნაცრისფერი მქრქალი ნახშირბადოვანი ტყავით.

მფლობელის სურვილით, Bugatti-ს პერსონალიზაციის ქვედანაყოფმა ავტომობილში უნიკალური დეტალები დაამატა —სიჩქარეების გადამრთველზე, ტრადიციული მოცეკვავე სპილოს ნაცვლად, მოთავსდა ალუმინისგან დამზადებული შევარდნის თავი — ეს მფლობელის ახლოაღმოსავლური წარმომავლობის ხაზგასმაა. ასეთოვე ხელნაკეთი ანთრაციტისფერი ნახატი კარების პანელებზეცაა გადატანილი. გარდა ამისა, ძრავის ხუფზე, თავის მისაყრდნობებსა და ალუმინის ზღურბლებზე დატანილია თავად ეტორე ბუგატის ხელმოწერა, და რაც ყველაზე ემოციურია, სალონში ასევე განთავსებულია სპეციალური ფირფიტა ავტომობილის სილუეტითა და წარწერით: „The last of its kind“ (თავის კლასში უკანასკნელი).

ექსკლუზიური ოჯახი და 16 მილიონიანი რეკორდსმენი

Mistral-ის წარმოების განმავლობაში რამდენიმე ძალიან შთამბეჭდავი ეგზემპლარი შეიქმნა. მათ შორისაა მამის მიერ ქალიშვილისთვის შეკვეთილი Caroline, ნემსიყლაპიას თემატიკით შექმნილი Fly Bug და ფაიფურის სტილის Blanc Éterne.

თუმცა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული მაინც ის ვერსიაა, რომელმაც პაპენბურგის ტრეკზე, მრბოლელ ენდი უოლასის მართვით, ფანტასტიკური მაქსიმალური სიჩქარე — 453.91 კმ/სთ განავითარა. ეს რეკორდსმენი ავტომობილი კერძო კოლექციაში მოხვდა და მისი ფასი ასტრონომიულ 14 მილიონ ევროს შეადგენდა.

W16 Mistral-ის წარმოების დასრულება სიმბოლურ მომენტს დაემთხვა. სულ რამდენიმე დღის წინ Bugatti-მ საწარმოს ახალი გაფართოებული ნაწილი, სახელწოდებით La Manufacture გახსნა. სწორედ ეს შენობა გახდება ახალი ჰიბრიდული Tourbillon-ისა და ბრენდის მომავალი თაობის ჰიპერქარების სამშობლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები