პროექტი, ტოიოტა, ტოიოტა კოროლა
Aa
Aa

Corolla KE70-ს გარდასახვა სედანიდან პიკაპად | უნიკალური ტუნინგი პოლონეთიდან

მეორადი ავტომობილების ბაზარზე, უკანაძრავიანი იაპონური კლასიკის გამოჩენაც კი განცხადების გასახსნელად საკმარისი მიზეზია. თუმცა ეს ავტომობილი, რომელიც ამჟამად პოლონეთში იმყოფება, წესით, უფრო დიდ გამოხმაურებასაც იმსახურებს. რეალურად, ქარხნის დატოვებისას ის 2-კარიანი Toyota Corolla KE70-ის სედანი იყო, ახლა კი უცნაურ მწვანე ფერში გადაღებილი პიკაპია.

თავად გადაწყვიტეთ, ამ სტატიაში KE70-ის ყველაზე ცუდ, თუ საუკეთესო ვერსიას ეცნობით, რაც ამ ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში გინახავთ.

პროექტის საფუძვლად გამოყენებული ავტომობილი კონვეიერიდან 1980 წლის მარტში ჩამოვიდა. მუშაობა კი მისი ბოლო ჭანჭიკამდე დაშლითა და რესტავრაციით დაიწყო. სახურავის უკანა ნაწილის მოჭრის შემდეგ, 1-კაბინიანი ფორმის მოდელი მივიღეთ, რომელიც Hilux-ს უფრო წააგავს, ვიდრე Corolla-ს. მთავარი მაინც ისაა, რომ საბარგული და უკანა ბორტი ფუნქციურად აღარ გამოიყურება, ასე რომ, პროექტი მხოლოდ საჩვენებელ მოდელად უფრო გამოდგება, ვიდრე რეალურ „მუშა ავტომობილად“.

ვიზუალური ტრანსფორმაცია აქ არ სრულდება. შესაძლოა, შეამჩნიეთ კიდეც, რომ ავტომობილი სიგანეში საგრძნობლადაა გაზრდილი — კერძოდ კი, 20 სანტიმეტრით. პროექტის ავტორმა მათ 11.5-დუიმიანი ალუმინის დისკები შეუხამა. წინა მხარეს კი ოთხი მრგვალი წინა მაშუქი, ყვითელი LED-გრაფიკითაა წარმოდგენილი, რაც დაბალ ბამპერთან ერთად პროექტს E30-ის ვიზუალსაც ჰმატებს.

განცხადებაში ინტერიერის ფოტოები დართული არაა, თუმცა აღნიშნულია, რომ ავტომობილს Bride-ის სპორტული სავარძლები დაემატა. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილს ახალი საჭე, სამუხრუჭე და საწვავის სისტემებიც აქვს, განახლებულ დაკიდების სისტემასთან ერთად.

პოლონური პროექტის კაპოტქვეშ კი 1.3-ლიტრიანი ბენზინის ძრავაა მოთავსებული, რომელიც მხოლოდ 107 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრე უკანა ბორბლებს მექანიკური გადაცემათა კოლოფით გადაეცემა. Mobile-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ავტომობილს ორი მფლობელი ჰყავდა, არასდროს მოხვედრილა ავარიაში და ამ დრომდე 86 000 კილომეტრი აქვს დაფარული.

როგორც გითხარით, ეს უნიკალური ეგზემპლარი პოლონეთშია და სულ რაღაც 9 500 ევროდ იყიდება. ეს კი არც ისე მაღალი თანხაა მანქანისთვის, რომლის მსგავსიც თქვენს ადგილობრივ ავტომოყვარულთა შეკრებაზე არავის ეყოლება.

რას იტყვით, იყოლიებდით მსგავს პროექტს, თუ მასში მსგავსად დაბალი თანხის გადახდაც კი არ ღირს?

მსგავსი სიახლეები