ელექტრომობილები, პორშე, პორშე მაკანი, აუდი ქიუ5
Aa
Aa

Porsche Macan-ში ბენზინის ძრავას აბრუნებს | ახალი მოდელი 2028 წელს გამოვა

Porsche-ს გუნდი შიგაწვის ძრავის მქონე Macan-ის განვითარებაზე მუშაობას აგრძელებს. გერმანული ავტომწარმოებლის „შენიღბული“ მოდელი ამჟამად ესპანეთის ცხელ ამინდებში ტესტირებისას შენიშნეს. შედეგად, ახალი პაპარაცული ფოტოებიც გვაქვს, რომლებზეც პროტოტიპის დეტალების დანახვა უკეთ შეგვიძლია. განსაკუთრებით საინტერესო კი, ალბათ, ის დეტალებია, რომლებიც მას Audi Q5-ისგან განასხვავებს.

კვლავაც, Porsche-ს ახალი ავტომობილის ძარის ძირითადი სტრუქტურა და განათების ელემენტები Q5-ის დიზაინს წააგავს, თუმცა ფოტოებში, წინა ნაწილზე, უკვე განსხვავებული ცხაური იკვეთება. მას Audi Q5-ისთვის დამახასიათებელი ბადისებრი დიზაინი აღარ აქვს, რაც ნიშნავს, რომ Porsche თავის პროტოტიპზე საკუთარ დეტალებს ეტაპობრივად ამატებს.

გერმანული ავტომწარმოებლის ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია პირველად მარტში გავრცელდა. მაშინ პაპარაცმა ფოტოგრაფებმა Porsche-ის ობიექტებთან Audi Q5-ზე დაფუძნებული სატესტო ავტომობილები გადაიღეს. თუმცა იმ დროს მოდელს შესამჩნევად განიერი თაღები ჰქონდა, თუმცა Audi-ს ცხაურის გამო მისი Macan-ის მომავალ თაობად იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელი იყო.

რაც შეეხება Q5-ის ტექნოლოგიურ საფუძველს:

Porsche-ს ახალი შიგაწვის ძრავის მქონე Macan-ი Volkswagen Group-ის მიერ შემუშავებულ Premium Platform Combustion (PPC) არქიტექტურაზე იქნება აგებული — სწორედ ამ პლატფორმას იყენებს ახალი Audi Q5-იც.

შედეგად, უნდა ველოდოთ, რომ გერმანული ავტომწარმოებლის ახალი მოდელი 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი V6 ძრავით იქნება აღჭურვილი, თუმცა მომხმარებელს 3-ლიტრიანი V6-ძრავიანი მოდელის არჩევაც შეეძლებათ. ამასთან, პირველად, ახალი თაობის Macan-ისთვის plug-in ჰიბრიდული სისტემაც იქნება ხელმისაწვდომი, ელექტროსვლის მარაგით, სულ მცირე, 100 კმ-ზე.

თუმცა ამ Porsche-ს შემთხვევაში მთავარი განსხვავება სიმძლავრე იქნება. მაგალითისთვის, Audi-ის ყველაზე მძლავრი Q5-ის, ანუ SQ5-ის, გამომუშავება 367 ცხენის ძალას აღწევს. Porsche კი თავის ყველაზე მძლავრ Macan-ს, სავარაუდოდ, ამ მაჩვენებლებს დაუპირისპირებს. ამ მოსაზრების გამყარება უკვე არსებული მოდელითაც შეიძლება. 2026 წლის Macan GTS 3-ლიტრიანი ტვინტურბო V6 ძრავით 440 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

რატომ დაუბრუნდა Porsche შიგაწვის ძრავის მქონე Macan-ს?

თავდაპირველი გეგმით, Porsche-ს შიგაწვის ძრავის მქონე მოდელი ელექტრო Macan-ით სრულად უნდა ჩაენაცვლებინა. თუმცა ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის ტემპის შენელებამ, განსაკუთრებით კი, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, გერმანულ კომპანიას სტრატეგიის გადახედვისკენ უბიძგა.

ასევე დაგაინტერესებთ: Porsche აღიარებს, რომ Macan-ის ელექტრომობილად ქცევა შეცდომა იყო და ამას გამოასწორებს

კიბერუსაფრთხოების რეგულაციებთან დაკავშირებული მოთხოვნების გამო, ევროპულ ბაზარზე ბენზინზე მომუშავე Macan-ი უკვე აღარ იყიდება. აშშ-ში კი დარჩენილი მარაგები თანდათან იწურება, მაშინ, როდესაც 2026 წელს მომხმარებლები კვლავ შიგაწვის ძრავის მქონე Macan-ს ელექტრო ვერსიაზე ხშირად ირჩევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები