პიკაპი, ელექტრომობილები, ტესლა, ფორდი, ფორდ ფედომი
Aa
Aa

Ford-ი 2027 წელს Tesla-ს რეკორდის მოხსნას უმიზნებს

Ford-ი თავისი ახალი ბიუჯეტური ელექტრო პიკაპის — Ford Fathom-ის მიმართ ამბიციურ მოლოდინებს არ მალავს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკული ავტოგიგანტი გეგმავს, რომ მოდელის გაყიდვების პირველივე წელს 100 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაყიდოს.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

აშშ-ის ელექტრომობილების ბაზარზე ასეთი შედეგისთვის აქამდე მხოლოდ Tesla-ს მიუღწევია (Model Y და Model 3). შედარებისთვის: 2025 წელს მთლიანად General Motors-მა 3 სხვადასხვა ბრენდით სულ 170 000 ელექტრომობილი გაყიდა, ხოლო Rivian-მა — 42 000.

ეს საკმაოდ რისკიანი გეგმაა იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ელექტრომობილების ბაზარი ამჟამად ვარდნას განიცდის — 2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, ელექტრომობილების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით შემცირდა. თუმცა Ford-ი თვლის, რომ ხელმისაწვდომი ფასი ბაზარზე თამაშის წესებს სრულიად შეცვლის.

ელექტრომობილის საწყისი ფასი, ტრანსპორტირების ჩათვლით, 29 945$ იქნება. უახლოეს კონკურენტ, 24 950-დოლარიან Slate Truck-ს კი ელექტრო-მინები და დინამიკებიც კი არ აქვს, როცა Fathom-ი სრულ სალონს (Toyota RAV4-ზე მეტი შიდა სივრცით), ეკრანს, Apple Maps-ს, აუდიოსისტემასა და BlueCruise ავტოპილოტს გვთავაზობს.

პიკაპი Ford-ის სრულიად ახალ UEV (Universal Electric Vehicle) პლატფორმას ეფუძნება, გამოიყენებს LFP ელემენტებს და სავარაუდოდ, ერთი დამუხტვით 480 კილომეტრის გავლას შეძლებს. იმისათვის, რომ თვითღირებულება მინიმუმამდე დაეყვანა, Ford-მა ლუისვილის ქარხნის რეორგანიზაციაში 2-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო. Ford Fathom-ზე წინასწარი შეკვეთები 2027 წლის დასაწყისში დაიწყება, პირველი მიწოდებები კი წლის ბოლოს იგეგმება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები